9 აგვისტოს თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება შეიზღუდება

9 აგვისტოს თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება შეიზღუდება

277
გაზიარება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 9 აგვისტოს თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. როგორც “სითი კვირას” კომპანია “თელასში” განუცხადეს, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:
გლდანის და ნაძალადევის რაიონები
თემქა-ავშნიანის დასახლების, სოფელი გლდანის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I, III კვარტლების, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ზედამზის, ლაითურის, გორდის, კლდეკარის, თოდრიას, ბუგეულის, ხერთვისის, ავშნის, მუხიანის, ზღვისუბნის და ჩარგლის ქუჩების მაცხოვრებლებს – 10:30 საათიდან 17 საათამდე.
სამგორის რაიონი
მოსკოვის გამზირის V კვარტლის, აეროპორტის დასახლების  9, 11, 12, 13, 14 ქუჩების, თრიალეთის, ხომლელის, ფიროსმანის, პეტრიწის, ქინძმარაულის ქუჩების და ქინძმარაულის შესახვევის მაცხოვრებლებს – 11 საათიდან 18 საათამდე.
დიდუბის რაიონი
აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), მაიაკოვსკის და აგლაძის ქუჩების   მაცხოვრებლებს – 10 საათიდან 18 საათამდე.
ჩუღურეთის რაიონი
აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ვაგზლის მოედნის, ნორიოს აღმართის, ფიროსმანის, ცაბაძის, გოგი დოლიძის, გოგოლის, კონსტიტუციის, ჩიტაიას, თევდორე მღვდლის, ჩეჩელაშვილის, მიჩურინის, ნორიოს, საქარის, უფლისციხის, ართვინის, მამარდაშვილის და ჩუბინაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს – 10 საათიდან 18 საათამდე.
საბურთალოს რაიონი
ვაჟა-ფშაველას გამზრის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას I შესახვევის და გოთუას ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომენტარი