ბექა დავითულიანი : დიღმის ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობა არ იგეგმება

ბექა დავითულიანი : დიღმის ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობა არ იგეგმება

184
გაზიარება

თბილისის საკრებულოს “ფრაქცია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, დიღმის ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე  მიწის ნაკვეთს ზონის სტატუსი ეცვლება და იქ მშენებლობა იგეგმება. დავითულიანის თქმით, საუბარია „კია მოტორსის“ ცენტრის ტერიტორიაზე, ავტომობილების ცენტრის ნაცვლად, მრავალფუნქციური კომპლექსის – „ორანჟერეას“ მოწყობაზე და არანაირი რეკრეაციის ხელყოფა არ ხდება.
„წლების წინ აღმაშენებლის ხეივანში აშენებულ „კია მოტორსის“  შენობას ფუნქცია ეცვლება და მის ადგილას საგამოფენო მრავალფუნქციური ცენტრის მოწყობა იგეგმება. შესაბამისად, ოპოზიცია  უბრალოდ ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ დიღმის ტყე-პარკში მშენებლობა დაიწყება. ტყე-პარკის ტერიტორია აქ არაფერ შუაშია“  – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

კომენტარი