დადიანის N34-ში მდებარე ორსაუკუნოვანი სახლი რეაბილიტაციამდე და მას შემდეგ (ფოტოკოლაჟი)

დადიანის N34-ში მდებარე ორსაუკუნოვანი სახლი რეაბილიტაციამდე და მას შემდეგ (ფოტოკოლაჟი)

6275
გაზიარება

თბილისის განვითარების ფონდმა კრწანისის რაიონში, შალვა დადიანის N34-ში საცხოვრებელი სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო.
შენობა XIX საუკუნის შუა წლებშია აგებული და ქვემო კალის განაშენიანების უნიკალურ ნიმუშს წარმოადგენს. საცხოვრებელი სახლი ძველი ქალაქის გალავნის ბურჯზეა აშენებული და მისი განსაკუთრებული ხიბლი თბილისური სახლისთვის დამახასიათებელი ჭვირული დეტალებით შემკული ხის მომრგვალებული აივანია.
თბილისის მერის განცხადებით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ძველ თბილისში რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება.
„დადიანისა და ასათიანის ქუჩების კვეთაზე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ეს შენობა ცნობილია, როგორც ლურჯაივნებიანი სახლი, რომელიც ისტორიული ძეგლის სტატუსის მქონეა. ძალინ მიხარია, რომ შენობა-ნაგებობის სრული რეაბილიტაცია მოხდა. ჩატარებულია ყველანაირი კვლევა, რომ შენობის ძველი სახე შენარჩუნებულიყო, რომელიც ისტორიულად ცნობილია. მსგავსი შენობა-ნაგებობები, ძეგლები ჩვენი ქალაქის სიმდიდრეა, რომელსაც გაფრთხილება და მოვლა-პატრონობა სჭირდება. ჩვენ ძალიან ბევრ საინტერესო პროექტზე ვმუშაობთ. გვინდა ლესელიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია. ვმუშაობთ ასევე, ასათიანის ქუჩის სრულ რეაბილიტაციაზე, რისთვისაც პროექტი მზადდება. გვინდა, რომ ოთხი წლის განმავლობაში, ძველ თბილისში მაქსიმალურად ბევრი უბნის რეაბილიტაცია განვახორციელოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა შემსრულებელ კომპანიასა და ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს (ICOMOS) თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

38924279_2243714112324036_1293094608489676800_n 38888167_2243713785657402_6884268955519680512_n 38825384_2243713658990748_3308755183210594304_n 38851711_2243713972324050_5487690262538878976_n

38904031_2243713305657450_5527423112368357376_n 38923553_2243713338990780_2557225439298846720_n 38821396_2243713332324114_8167096255709708288_n 38939080_2243713585657422_6531365502990680064_n

კომენტარი