დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

111
გაზიარება
დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. კომპანია  „თელასის“ ცნობით, ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ნინოშვილის, კონსტიტუციის, გროზნოს, თეთნულდის, როსტოვის, კიკვიძის, პალიასტომის, ნორიოს და ქინქლაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ასევე, სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ვარკეთილი-3 VI და IX კვარტლების, კახეთის გზატკეცილის, რკინიგზის ჩიხის, ჯავახეთის, იუმაშევის, გრიგოლ ლორთქიფანიძის (ნაწილობრივ) და მამისაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ცოტნე დადიანის, სააკაძის, ჭიჭინაძის და ბენდელიანის ქუჩების მცხოვრებლებს.
ამასთან, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ნოსტეს, უიარაღოს, ბიჩინაშვილის, კელაპტრიშვილის, მესხის, ურიდიას, ძმობის, კახიანის, წრომის, ხუდადოვის და ანაპის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება თიანეთის გზატკეცილის, გლდანის მასივის II, IV მიკრორაიონების, ქერჩის, მამკოდის, ტაბიძის, გაგარინის, მორეტის, გობრონიძის, ილორის და შენგელიას ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება წყნეთის გზატკეცილის, წყნეთის ხევის, ყიფშიძის და გაბაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
გარდა ამისა, დიდუბის რაიონში, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე, შეზღუდვა შეეხება წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ზუგდიდის, ბაგრატიონის, ევდოშვილის, სოხუმის და თევდორე მღვდლის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ზიჩის, კოტეტიშვილის, გალის, ბესიკის, ჟორდანიას, ცხემის, გრიბოედოვის, შევჩენკოს, ძმები ზუბალაშვილების, აბაკელიას და ირაკლი აბაშიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ასევე, საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ჯიქიას ქუჩის მიმდებარე ფერდობის, ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), შალვა ნუცუბიძის და ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩების მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომენტარი