კრწანისის რაიონში სადარბაზოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

კრწანისის რაიონში სადარბაზოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

64
გაზიარება

კრწანისის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, სადარბაზოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სამუშაოების ფარგლებში, საჭიროების მიხედვით, შიდა სარემონტო სამუშაოებები ტარდება, მონტაჟდება სენსორული განათება და იღებება კედლები. ასევე, დაზიანებული ინვენტარის ნაწილი იცვლება, ნაწილს კი რეაბილიტაცია უტარდება.
თითოეულ მისამართზე, სადაც სადარბაზოების სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, სპეციალური ხსნარით სართულშუა ნაპრალების ამოვსება ხდება. ეწყობა ხის, ქვისა და ლითონის კიბეებიც, მონტაჟდება სადარბაზოების კარები.
ამ ეტაპზე კრწანისის რაიონში სადარბაზოების რემონტი ორ მისამართზე მიმდინარეობს:

* გორგასალის ქ. N111, კორპუსი N1

* გორგასალის ქ. N111, კორპუსი N6

კრწანისის გამგეობა ბინათმესაუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, სამუშაოებს სხვადასხვა მისამართზე ახორციელებს.

კომენტარი