რამდენი სკოლა იყო თბილისში 1914 – 1985 წლებში?

რამდენი სკოლა იყო თბილისში 1914 – 1985 წლებში?

773
გაზიარება

დაახლოებით, 100 წლის წინ, კონკრეტულად კი, 1914-1915 წლებში თბილისში ზოგადი საშუალო განათლების ყველა ტიპის 65 სკოლა (ძირითადად, დაწყებითი) იყო, სადაც 16 ათასამდე ბავშვი სწავლობდა. გამომცემლობა “საბჭოთა საქართველოს” მიერ 1989 წელს გამოცემული წიგნის – “თბილისი”- თანახმად, საშუალო განათლების კერები (გიმნაზიები და სემინარია) სულ 20-მდე იყო, თუმცა წერა-კითხვის ცოდნის დონით თბილისი რუსეთის იმპერიაში ერთ-ერთ მოწინავე ქალაქად ითვლებოდა. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის საგრძნობი ნაწილი უწიგნური იყო. მხოლოდ რევოლუციის შემდეგ შეექმნა მოსახლეობის ფართო ფენებს შესაძლებლობა, მიეღოთ სრულფასოვანი განათლება. უკვე 1922/23 სასწავლო წელს ქალაქში 89 სკოლა იყო და იქ 27 ათასი მოსწავლე ეუფლებოდა ცოდნას, 1940-41 სასწავლო წელს – 137 სკოლა (93 ათასი მოსწავლით). შემდგომშიც სკოლებისა და მოსწავლეთა რაოდენობა მატულობდა. თუ როგორ ემატებოდა დედაქალაქს სკოლებიცა და მოსწავლეებიც, შეგიძლიათ, ცხრილში ნახოთ ⬇️

 

  1940/41 1960/61 1965/66 1970/71 1975/76 1980/81 1984/85
დღის სკოლების რაოდენობა 121 134 141 162 177 185 195
მათში მოსწავლეთა რაოდენობა(ათასი) 88.0 94.5 116.2 115.9 156.2 165.2 173.2
საღამოს (ცვლიანი) სკოლების რაოდენობა 16 39 41 47 50 32 27
მათში მოსწავლეთა რაოდენობა (ათასი) 4.9 9.2 13.9 13.2 15.7 7.4 5.5
მასწავლებელთა რაოდენობა (ათასი) 3.6 6.2 8.1 9.7 10.8 11.6 12.5

კომენტარი