გუდიაშვილის მოედანზე მორიგი არქეოლოგიური მასალა აღმოაჩინეს

გუდიაშვილის მოედანზე მორიგი არქეოლოგიური მასალა აღმოაჩინეს

202
გაზიარება

დედაქალაქის მერიისა და თბილისის განვითარების ფონდის პროექტის – „ახალი ტფილისი“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების დროს გუდიაშვილის მოედანზე მორიგი არქეოლოგიური მასალა –  ორი ისტორიული არტეფაქტი აღმოაჩინეს.
აღმოჩენილი ხმლები გამოსაკვლევად საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გადაეცემა, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოების არქეოლოგიურ ზედამხედველობას ახორციელებს.
ამავე სამუშაოების ფარგლებში, ივნისის ბოლოს, ბ. ახოსპირელის N4-ში, სარდაფში განლაგებულ სხვადასხვა ზომის ქვევრში კერამიკული ნაწარმი – დიდი, საშუალო და მცირე ზომის, მოჭიქული სამი დოქი, საშულო და მცირე ზომის ჭინჭილაც არის აღმოჩენილი.
ისინი ზუსტად იმეორებენ გუდიაშვილის მოედანზე, ახოსპირელის N7/2-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარდაფში გამოვლენილ კერამიკულ ჭურჭელზე დატანილ დამღას, წვეროსანი მამაკაცის ანფასს, რომელსაც პირობითად „თბილისელი“ ეწოდა.
გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის განვითარების ფონდი აწარმოებს.

კომენტარი