წყნეთის ქუჩაზე გზა რეაბილიტირდა

წყნეთის ქუჩაზე გზა რეაბილიტირდა

868
გაზიარება

ვაკის რაიონში, წყნეთის ქუჩაზე გზა რეაბილიტირდა. 2608 მ2 ფართობის ტერიტორიაზე გზის საფუძველი მოეწყო და ასფალტის ახალი საფარი დაიგო.
ქუჩაზე ახალი ასფალტის გარდა, პროექტის მიხედვით, წყნეთის N4ა-ში 70 გრძივი მეტრის სანიაღვრე სისტემა მოეწყო. გზის რეაბილიტაციისთვის და სანიაღვრე ქსელის მოწყობისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 137 271 ლარი გამოიყო. საგზაო პროექტის გარდა, წყნეთის ქუჩაზე გრუნტის დამჭერი კედელი აშენდა.
შესრულებულ სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე გაეცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა.
ვაკის რაიონში, ამ დროისთვის, გზების განახლება 20-მდე მისამართზე მიმდინარეობს.

კომენტარი