რევაზ სოხაძე: დიღმის ტყე-პარკს რეკრეაციული ფუნქცია რეალურად დაუბრუნდება და კიდევ უფრო გამწვანდება

რევაზ სოხაძე: დიღმის ტყე-პარკს რეკრეაციული ფუნქცია რეალურად დაუბრუნდება და კიდევ უფრო გამწვანდება

69
გაზიარება

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ სოხაძემ დიღმის ტყე-პარკში დაგეგმილ ორანჟერეის მშენებლობასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. როგორც დეპუტატმა განაცხადა, იმ ადგილას, სადაც ამჟამად „კია მოტორსის“ ავტოსალონია განთავსებული, მრავალფუნქციური  კომპლექსი – „ორანჟერეა“ მოეწყობა. მისივე თქმით, რეკონსტრუქცია  მხოლოდ აღნიშნული შენობის ფარგლებში იგეგმება და ტერიტორიაზე სხვა მშენებლობა არ დაიწყება.
„ვფიქრობ, მრავალფუნქციური  კომპლექსი შინაარსობრივადაც და ვიზუალურადაც გაცილებით უკეთესი იქნება, ვიდრე ის შენობა, რომელიც დღეს ამ ტერიტორიაზე დგას. დიღმის  ტყე-პარკში წლების წინ, ჩვენი ოპონენტების მიერ მიწის ნაკვეთები გასხვისდა და დღეს  მერიას ამ მიწების გამოსყიდვა უწევს.  ყველამ, მათ შორის ჩვენმა ოპონენტებმა, კარგად იციან,  რომ  ახალი გენგეგმა სუფთა ფურცელზე არ იწერება. სამწუხაროდ, ჩვენ გვიწევს  რეალობის გათვალისწინება და მაქსიმალურად მინიმალიზებ იმ უარყოფითი ქმედებებისა, რაც წლების განმავლობაში ამ ქალაქის მიმართ ხორციელდებოდა“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
მისივე თქმით,  დიღმის ტყე-პარკი არის  ერთ-ერთი მაგალითი იმისა, რომ  უსახური შენობის ნაცვლად, ქალაქი რეკრეაციისთვის უფრო შესაფერისი დატვირთვის მქონე „ორანჟერეას“ მიიღებს.  დეპუტატის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მუნიციპალიტეტი კერძო საკუთრებაში არსებულ მიწებს გამოისყიდის და ინფრასტრუქტურას მოაწესრიგებს, დიღმის ტყე-პარკს რეკრეაციული ფუნქცია რეალურად დაუბრუნდება და კიდევ უფრო გამწვანდება.

კომენტარი