რომელი ქალაქი იქნება მსოფლიოს მეგაპოლისი 2028 წელს

რომელი ქალაქი იქნება მსოფლიოს მეგაპოლისი 2028 წელს

563
გაზიარება
Street scene, Calcutta, India, 1996

2028 წლისთვის დელი მსოფლიოს უმსხვილესი მეგაპოლისი გახდება და უკან ჩამოიტოვებს ამჟამინდელ რეკორდსმენს, ტოკიოს – აღნიშნულ პროგნოზს გაერო აკეთებს.
ინდური აგლომერაცია, ნიუ-დელის ჩათვლით, 37,2 მლნ ადამიანს მიაღწევს.
ამ დროისათვის ტოკიოს აგლომერაციაში მოსახლეობის რაოდენობა 37 მილიონია. მის შემდეგ მოდის დელი 29 მლნ ადამიანით და შანხაი 26 მლნ ადამიანით.
გაეროს პროგნოზით, 2020 წლიდან იაპონიის დედაქალაქში მოსახლეობა კლებას დაიწყებს, ხოლო ამ პერიოდში დელიში პირიქით – ზრდა იქნება. შესაბამისად, დელიში 2028 წლისთვის ყველაზე მეტი ადამიანი იცხოვრებს.

კომენტარი