“ამპარტავანი და ყოველთვის პირგაპარსული” – პაოლო იაშვილის ქუჩის ისტორია

“ამპარტავანი და ყოველთვის პირგაპარსული” – პაოლო იაშვილის ქუჩის ისტორია

256
გაზიარება

პაოლო იაშვილის ქუჩა მთაწმინდის რაიონში, პეტრე ჩაიკოვსკის ქუჩიდან ლადო ასათიანის ქუჩამდე მდებარეობს. ის XIX საუკუნის I ნახევარში წარმოიქმნა, ხოლო 1835-50 წლებში ინტენსიურად განაშენიანდა, ძირითადად, 2-3 სართულიანი სახლებით. ადრე ქუჩა გენერალ ნიკოლაი რტიშჩევის სახელს ატარებდა და თბილისის 1867 წლის გეგმაზეცაა დატანილი. 1922 წელს მას იოსებ ჯუღაშვილის სახელი დაერქვა. თბილისის 1934 წლის გეგმაზე პ.ჯაფარიძის ქუჩის სახელითაა დატანილი. 1990 წელს კი მას პაოლო იაშვილის სახელი ეწოდა. სწორედ ამ ქუჩაზე ცხოვრობდა ცნობილი ქართველი პოეტი, მთარგმნელი, ესეისტი პაოლო იაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ამავე ქუჩაზე მდებარეობს დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი. ქუჩაზე შემონახულია XIX საუკუნის საცხოვრებელი სახლები.

 

კომენტარი