ახალ შენობებში ენერგოეფექტურობის სტანდარტების დაცვა სავალდებულო ხდება

ახალ შენობებში ენერგოეფექტურობის სტანდარტების დაცვა სავალდებულო ხდება

397
გაზიარება

საქართველოში მთელი რიგი შენობების ენერგოეფექტიანობის სერტიფიცირება, გათბობისა და ჰაერის კონდინცირების სისტემების ინსპექტირება სავალდებულო ხდება. ახალმა შენობებმა ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები 2020 წლიდან უნდა დააკმაყოფილონ.
შენობების ენერგოეფექტიანობის მინიმალური მოთხოვნები ვრცელდება ყველა ახალ შენობაზე, შენობის ნაწილებზე, შენობის ელემენტებზე, ასევე მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციის შემთხვევაში არსებულ შენობებსა და მათ ნაწილებზე.
ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, კანონში რამდენიმე გამონაკლისი იქნება დაშვებული, კერძოდ: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობებთან დაკავშირებით, ასევე, საკულტო – რელიგიური დანიშნულების მქონე შენობებზე, დროებით შენობებზე, რომლებიც განკუთვნილია არაუმეტეს ორი წლის ვადით გამოყენებისთვის და ასე შემდეგ.
მას შემდეგ, რაც საქართველო „ენერგეტიკული გაერთიანების“ დამფუძნებელ ხელშეკრულებას მიუერთდა, სავალდებულო გახდა შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ დირექტივის ეროვნულ კანონმდებლობაში იმპლემენტაცია. დირექტივის მთავარ მიზანს წარმოადგენს შენობების ენერგიის დანახარჯის შემცირება და განახლებადი წყაროებისგან მიღებული ენერგიის გამოყენების წილის გაზრდა.

კომენტარი