როგორ გაკეთდა არჩევანი მარცხენა და მარჯვენამხრიან მოძრაობას შორის – რა შუაშია ნაპოლეონი

როგორ გაკეთდა არჩევანი მარცხენა და მარჯვენამხრიან მოძრაობას შორის – რა შუაშია ნაპოლეონი

483
გაზიარება

ამ მომენტისათვის მოსახლეობის 66 % მსოფლიოში მარჯვენაზოლიან მოძრაობას ანიჭებს უპიტატესობას. 34 % პროცენტი მარცხენა ზოლში მოძრაობს. გზების 72% მსოფლიოში მარჯვენაზოლიან მოძრაობაზეა ადაპტირებული, 28 % მარცხენაზოლიანზე.

Countries_driving_on_the_left_or_right.svg

პირველი კანონი, რომელითაც  ევროპაში მოძრაობის მიმართულების რეგლამენტირება მოხდა, 1756 წელს გამოსცეს. ლონდონის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ქალაქის ხიდებზე მოძრაობის მიმართულებად მარცხენაზოლიანი მოძრაობა დაკანონდა. კანონის დამრღვევი ერთი ფუნტით ჯარიმდებოდა. 20 წლის შემდეგ ლონდონში „ საგზაო აქტი“ გამოსცეს, რომელმაც მარცხენაზოლიანი მოძრაობა ბრიტანეთის მთელ იმპერიაში დააკანონა. აღნიშნული აქტი გავრცელდა რკინიგზაზეც. სარკინიგზო მიმოსვლა ლივერპულსა და მანჩესტერს შორის სწორედ მარცხენამხრიანი იყო. 1859 წელს, ინგლისის გავლენით, მარცხენამხრიანი მოძრაობა დაკანონდა იაპონიაშიც.

napoleon

ბრიტანეთისგან განსხვავებით, მარჯვენამხრიანი მოძრაობის დამკვიდრება დანარჩენ ევროპაში ფრანგებს, კერძოდ ნაპოლეონ ბონაპარტის უკავშირდება. ისტორიული წყაროების თანახმად, ნაპოლეონის მითითებით, ფრანგი სამხედროები ვალდებულები იყვნენ მარჯვენა მხარეს ემოძრავათ, შესაბამისად, ყველა მათი შემხვედრი იძულებული იყო სამოძრაოდ საპირისპირო მხარე აერჩია. გამონაკლისი იყო პორტუგალია და ავსტრია. ავსტრიაში მოძრაობის მიმართულება 1930 წელს გერმანული ოკუპაციის შემდეგ შეიცვალა.
საინტერესოა, რომ თავდაპირველად აშშ-იც მარცხენამხრიან მოძრაობას ანიჭებდნენ უპირატესობას. ის, რომ ახლა ამერიკაში მარჯვენამხრიანი მოძრაობაა, ესეც ფრანგის, კერძოდ გენერალი ლაფაიეტის დამსახურებაა. ლაფაიეტმა შეძლო და დაარწმუნა ამერიკელები, რომ მათ თავიანთი მეტროპოლისისგან, ბრიტანეთისგან განსხვავებული მოძრაობის წესები ჰქონოდათ.

41546273_10215860095468962_1552769465077202944_nბოლო ქვეყანა, რომელმაც მარცხენამხრიანი მოძრაობა მარჯვენათი ჩაანაცვლა, შევედეთი იყო. 1967 წლის 3 სექტემბერი შვედეთში „ ცვლილებების დღედ“ გამოცხადა და მოძრაობის მიმართულებებიც შეიცვალა. მიზეზად მეზობელ ქვეყნებთან ( დანია, ფინეთი, ნორვეგია) უკეთესი სატრანსპორტო კომუნიკაციის სურვილი დასახელდა.

კომენტარი