ამბავი, რომელიც მუშტაიდში დაიწყო და ლუვრში დასრულდა

ამბავი, რომელიც მუშტაიდში დაიწყო და ლუვრში დასრულდა

136
გაზიარება

1905 წელი, ტფილისი. “ყურადღება, სიახლე! თეატრი “ბელ ვიუ”. მარგარიტა დე სევრის მხოლოდ 7 გასტროლი თბილისში!“- იუწყებოდნენ იმდროინდელი აფიშები. როგორც ამბობენ, ნიკო ფიროსმანმა ანუ უბრალოდ ნიკალამ მარგალიტა მუშტაიდში მდებარე რესტორანში ნახა. ნახა  და თავდავიწყებით შეუყვარდა. მერე იყო ყვავილების ზღვა, რომელიც მარგალიტამ თავისი სასტუმროს ფანჯრიდან დაინახა.

-2-728

ფიროსმანისა და მარგალიტას ურთიერთობაზე ტფილისში ბევრი ჭორი დადიოდა. ერთნი ამბობდნენ, რომ ფიროსმანს მარგალიტა არასდროს უნახავს და მისი სურათი აფიშიდან გადმოხატა. ამბობდნენ იმასაც, რომ ყვავილების ისტორია მოგონილია და მსგავსი არაფერი მომხდარა. სხვები პირიქით, ამტკიცებენ, რომ უამრავმა ყვავილმა მარგარიტაზე ძალიან იმოქმედა და შეყვარებულებმა ერთად ღამეც გაატარეს.  მოკლედ, ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ფიროსმანის და მარგალიტას ურთიერთობას გაგრძელება არ ჰქონია. 7-დღიანი გასტროლები დასრულდა და მარგალიტა პარიზში გაემგზავრა.  ეს ისტორიაც თითქოს ამით დარულდა, თუმცა არა..
1969 წელს ლუვრში ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა და როგოც თვითმხილველები ამბობენ, ნახატთან „აქტრისა მარგალიტა“ მივიდა, 94 წლის ქალბატონი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ის მარგალიტა იყო  რომელიც ფიროსმანმა 64 წლის წინ დახატა.
სად არის აქ სიმართლე, ძნელი სათქმელია. ფაქტია, რომ  ბედნიერი სიყვარული ფიროსმანს, რომელიც სრულ სიმარტოვეში გარდაიცვალა, არასდროს ღირსებია.

კომენტარი