გოგოლაურისა და კერესელიძის ქუჩებზე ასფალტის საფარს აგებენ

გოგოლაურისა და კერესელიძის ქუჩებზე ასფალტის საფარს აგებენ

102
გაზიარება

დიდუბის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ამ ეტაპზე ასფალტის საფარი გოგოლაურის ქუჩაზე, 155-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიასა და კერესელიძის ქუჩის N1-ში იგება.
ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, 3000 კვ.მ ფართობზე დაზიანებული ასფალტის ფენა და ბორდიური მოიხსნა, სამანქანო გზისა და ფეხით მოსიარულეთა ბილიკების მოასფალტება კი, რამდენიმე დღეში დასრულდება.
აღნიშნულ მისამართებზე სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები შპს „დრო“ და „სატრანსპორტო სამშენებლო კომპანია“ ახორციელებენ.

კომენტარი