ლორთქიფანიძის (ყოფილი კაიროს) N20-ის მიმდებარედ ახალი სკვერი მოეწყო

ლორთქიფანიძის (ყოფილი კაიროს) N20-ის მიმდებარედ ახალი სკვერი მოეწყო

52
გაზიარება

სამგორის რაიონში, სხვადასხვა მისამართზე კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ქვემო სამგორში, ლორთქიფანიძის (ყოფილი კაიროს) N20-ის მიმდებარედ ახალი სკვერი მოეწყო. დასასვენებელ სივრცეში საბავშვო ატრაქციონები და სკამები განთავსდა.
ახალი სკვერის მოწყობა მიმდინარეობს, ასევე, ჭიჭინაძის N29ბ კორპუსის მიმდებარედ, სადაც საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება და საპარკე სკამები დაიდგმება.
კეთილმოწყობის სამუშაოები სამგორის რაიონის გამგებელმა კახა გულედანმა საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტ ქეთევან ნატრიაშვილთან ერთად დაათვალიერა. გამგებელი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა.

კომენტარი