ტაქსის ისტორია – სად და როდის გაჩნდა პირველი ტაქსი

ტაქსის ისტორია – სად და როდის გაჩნდა პირველი ტაქსი

310
გაზიარება

1891 წელს გერმანელმა მეცნიერმა, ვილჰემ ბრიუნმა ტაქსომეტრი გამოიგონა. 1907 წელს ლონდონის ქუჩებში პირველი ტაქსები გამოჩნდენ, რომლებიც ტაქსომეტრებით აღჭურვეს. ტაქსის პირველი მოტორიზებული ეკიპაჟები, ე.წ. ფრიაკები თავდაპირველად პარიზში 1890 წელს გამოჩნდნენ.

1
პირველ ტაქსისტებს არ გაუმართლათ. სიძვირის გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ეს სახეობა, მოსახლეობის დიდი უმრავლესობისათვის მიუღებელი აღმოჩნდა. სიტუაცია ვილფემ ბრიუნის გამოგონებამ შეცვალა. ტაქსომეტრით აღჟურვილი სატრანსპორტო საშუალება ბევრად უფრო იაფი და ხელმისაწვდომი გახდა.

0409ef162e2affc5894233d39a6d0d3b
თუ ისტორიულ წყაროებს დავუჯერებთ, ტაქსის წინამორბედს, ანუ ცხენშებმულ საზიდარს გადასაადგილებლად ძველ რომში იყენებდნენ. როგორც ამბობენ ამ საზიდრებს ბორბალზე მიმაგრებული ჰქონდა სპეციალური ჭურჭელი რომელშიც კენჭები ეყარა. ყოველი სტადიონის ანუ ორასი მეტრის გავლის შემდეგ, კენჭი ამ ჭურჭლის ანუ იმდროინდელი ტაქსომეტრის ერთი ნაწილიდან მეორეში გადადიოდა. მარშრუტის ბოლოს ამ კენჭებს ითვლიდნენ და მომსახურების საფასურსაც ასე ადგენდნენ.

1მსგავსი სატრანსპორტო საშუალებები მოძრაობდა მე-17 საუკუნის ლონდონსა და პარიზშიც. ისტორიული წყაროების თანახმად, რომაული ანალოგებისგან ისინი უმნიშვნელოდ განსხვავდებოდნენ.
პარიზსა და ლონდონში კლიენტების კომფორტს მეტი ყურადღება ექცეოდა. შესაბამისად, „ტაქსებიც“ უფრო მოხერხებულები და რბილი დასაჯდომებით გაწყობილი ჰყავდათ.

კომენტარი