თბილისის საკრებულოში გენერალური გეგმის პროექტში განხორციელებულ ცვლილებების პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის საკრებულოში გენერალური გეგმის პროექტში განხორციელებულ ცვლილებების პრეზენტაცია გაიმართა

94
გაზიარება

“სითი ინსტიტუტიმა” სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს გენერალური გეგმის პროექტში განხორციელებულ ცვლილებები გააცნო.
შეხვედრას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და  თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე დაესწრნენ.
საკრებულოს უმრავლესობის წევრის რევაზ სოხაძემ განვხადებით,  მას შემდეგ რაც პროექტის სახელმწიფო უწყებებთან შეთანხმება მოხდება, მერია პროექტს საკრებულოში ხელახლა გადააგზავნის.
“პროცედურა ითვალისწინებს, რომ შენიშვნები რაც იყო და განხორციელდა  გეგმაში, ქალაქის მთავრობამ ხელახლა წარმოადგენს საკრებულოში. ჩვენ კვლავ გვექნება საბოლოო განხილვა და შემდგომ საკრებულოს სხდომაზე დავამტკიცებთ გენერალურ გეგმას. შენიშვნები იყო გარკვეული ზონების ცვლილებთან დაკავშირებით და იყო ტექნიკური ხარვეზები, რომელიც გამოსწორდა.
მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მთავარი მიმართულება არის მწვანე, შეკავშირებული და კომპაქტური ქალაქი. გენერალური გეგმა ამ კონცეფციას პასუხობს”, – განაცხადა სოხაძემ.
სოხაძის ინფორმაციით, ახალი გენერალური გეგმა თბილისს რამოდენიმე კვირაში  ექნება.

კომენტარი