როგორ მოხდება კერძო ტერიტორიების ადგილმონაცვლეობა და გამოსყიდვა – გენგეგმის პრიორიტეტები

როგორ მოხდება კერძო ტერიტორიების ადგილმონაცვლეობა და გამოსყიდვა – გენგეგმის პრიორიტეტები

114
გაზიარება

თბილისის საკრებულოში სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლები გენერალური გეგმის პროექტში განხორციელებულ ცვლილებებს გაეცნენ.
„სითი ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის მერაბ ბოლქვაძის განცხადებით, სამინისტროების წარმომადგენლებთან კონსტრუქციული საუბარი შედგა და  მათ არსებითი შენიშვნები არ ჰქონიათ.  ბოლქვაძის განმარტებით, განხილვის ძირითადი თემა სამართლებრივ და ქონებრივ საკითხებს უკავშირდებოდა.
„მწვანე ლანდშაფტური არეალების ერთიანი სისტემის შექმნა, 7 საქალაქო და რაიონული მნიშვნელობის პარკების მშენებლობა, საგზაო მობილობის თვალსაზრისით სატრანსპორტო კორიდორების განვითარება და საჯარო ტრანსპორტის უპირატესად განვითარება, პარკირების რანჟირება – ეს საკითხები უკვე ასახულია საბოლოო დოკუმენტში. განხილვის ძირითადი თემა სამართლებრივ და ქონებრივ საკითხებს უკავშირდებოდა. კერძო ტერიტორიის ადგილმონაცვლეობასა და გამოსყიდვას. ასევე, რა ტერიტორიებია, სადაც განვითარება დაუშვებელია. ასეთი გეოდინამიკური საფრთხეების მქონე არიალებია: წყალდაცვითი ზონები, მდინარეების კალაპოტები. ახლანდელი გენგეგმის პროექტით თბილისს ძალიან დიდი რაოდენობის სატყეო მიწები აქვს, ამიტომ ამ ტერიტორიებზე განვითარება დაუშვებელია”,- განაცხადა ბოლქვაძემ.

კომენტარი