საპყრობილე, რომლის ბედიც მისმა ყოფილმა ტუსაღმა – ბერიამ გადაწყვიტა

საპყრობილე, რომლის ბედიც მისმა ყოფილმა ტუსაღმა – ბერიამ გადაწყვიტა

722
გაზიარება

1795 წელს, კრწანისის ბრძოლის შემდეგ აღა მაჰმად ხანმა თბილისი აიღო და ქალაქი თითქმის მიწასთან გაასწორა.  დაინგრია  მეტეხის ციხეც და  დაზიანდა იქ მდგარი ეკლესიაც. 1801 წელს საქართველო რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდა. 18 წლის შემდეგ, 1819 წელს მეტეხის ძველი ციხესიმაგრის ადგილზე ქალაქის მთავარი საპყრობილე აშენდა. მეტეხის ციხის ტუსაღები იყვნენ: სტალინი,  მწერალი მაქსიმ გორკი, კალინინი, მომავალში სკკპ-ის უმაღლესი საბჭოს წევრი.tqbQaDTz58XkHKRR3DV6GwtW19hT7Uetაქ, ამ ციხეში იხდიდა სასჯელს სტალინის თანამებრძოლი, ცნობილი თბილისელი ავანტიურისტი და ტერორისტი სიმონ არშაკის ძე ტერ – პეტროსიანი, იგივე კამო. მეტეხის ციხე განკუთვნილი იყო როგორც პოლიტიკური, ასევე სისხლის სამართლის დამნაშავეებისათვის. 1918 წელს საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა. დამოუკიდებელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მეტეხის საპატიმროს პროფილი არ შეუცვალა. შენობაში ათავსებდნენ როგორც სისხლის სამართლის დამნაშავეებს, ასევე პოლიტიკურ ოპონენტებს.  მეტეხის ციხის ტუსაღები გახდნენ: ფილიპე მახარაძე, ლავრენტი ბერია და სხვა მგზნებარე ბოლშევიკები.

e1839be18394e183a2e18394e183aee18398e183a1-e183aae18398e183aee18394-e183a6e18395e18398e1839ce18398e183a1-e18390e183a6e1839be18390

1921 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა.  მეტეხის ციხეს პროფილი არც საბჭოთა ხელისუფლებამ შეუცვალა. საპყრობილე ბოლშევუკური „ჩეკას“ განკარგულებაში გადავიდა. 1933 წელს საბჭოთა საქართველოს მაშინდელმა უმაღლესმა ხელისუფალმა, ლავრეტი ბერიამ მეტეხის ციხის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. მალევე შენობა საქართველოს ხელოვნების მუზეუმად გამოცხადდა. 1952 წელს ხელოვნების მუზეუმი სასულიერო აკადემიის შენობაში გადაიტანეს.  6 წლის შემდეგ მეტეხში საპყრობილის ორივე კორპუსი დაანგრიეს.
1967 წლის აპრილში მეტეხის კლდის ქიმზე ვახტანგ გორგასალის ძეგლი გაიხსნა.  შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი იერსახე აქაურობამ სწორედ 1967 წელს მიიღო. ასე დასრულდა ისტორია ციხისა, რომლის ხსენებაც მე-19 და ნაწილობრივ, მე-20 საუკუნის თბილისელებში შიშსა და ძრწოლვას იწვევდა.

კომენტარი