ბერია და ბილთმორის 7- ვარსკვლავიანი სასტუმრო – რას ნიშნავს აბრევიატურა „იმელი”

ბერია და ბილთმორის 7- ვარსკვლავიანი სასტუმრო – რას ნიშნავს აბრევიატურა „იმელი”

327
გაზიარება

ცნობილი ფაქტია, რომ  ერთგვარი სახეცვლილება ანუ მეტამორფოზა ადამიანების მსგავსად შენობებსაც ახასიათებთ. თბილისში რუსთაველზე მდებარე 7-ვარსკვლავიანი სასტუმრო „ბილთმორი“ ამის ნათელი მაგალითია. 1934 წელს, საქართველოს კომპარტიის მე-9 ყრილობაზე ლავრენტი ბერიამ  ბოლშევიზმის ისტორიის ზედმიწევნით ზუსტად და გაყალბების გარეშე შესწავლის აუცილებლობაზე ისაუბრა. ხაზი გაესვა, ასევე, სტალინის განსაკუთრებული როლის გამოკვეთის აუცილებლობასაც. მოკლედ, თბილისში მარქსიზმ-ლენინიზმის შემსწავლელი ინსტიტუტის მშენებლობა გადაწყდა.

GxyVRNndBlDdg34DamX5vtlKNRt9P0f0მშენებლობა 1934 წელს არქიტექტორ შჩუსევის პროექტის მიხედვით დაიწყო. „იმელ”-ი ანუ  “Институт Маркса, Енгельса, Ленина” იყო კავკასიაში პირველი საზოგადოებრივი ნაგებობა, სადაც გამოიყენეს ახალი სამშენებლო მასალა – არმირებული პემზობეტონი. ამით მშენებლებმა ჩაანაცვლეს ადგილობრივი დეფიციტური მასალა – აგური და ცემენტი. გარედან შენობა ასევე ადგილობრივი მასალით – ბოლნური ტუფით მოპირკეთდა.

189cRjCjrlbnO7he7XaTDCnpdggUptPc არსებობს მოსაზრება, რომ მშენებლობისას, კერძოდ, მოსაპირკეთებელი სამუშაოებისას საფლავის ქვებიც გამოიყენეს. მშენებლობა 4 წელიწადი მიმდინარეობდა. დაიხარჯა 14 მილიონი მანეთი. 75 ათასი კუბური მეტრი მოცულობის შენობის ექსპლუატაცია 1938 წელს დაიწყო… თავდაპირველად შენობას მარქს-ენგელს-ლენინ-სტალინის ინსტიტუტი დაერქვა. 1956 წელს, მას შემდეგ, რაც ხრუშოვმა სტალინის კულტის წინააღმდეგ გაილაშქრა, ,„იმელის“ აბრევიატურას ენგელსის და სტალინის სახელები მოაკლდა.eea46b2fa5.images.new_photo.axali_fotos.society.imelis-shenoba-90-iani
წლების მანძილზე შენობას არაერთხელ შეეცვალა დანიშნულება, ფუნქცია და მფლობელი. საგულისხმოა, რომ 1992–1995 წლებში აქ საქართველოს პარლამენტი ფუნქციონირებდა. 1995 წლის 25 აგვისტოს პარლამენტმა სწორედ აქ მიიღო დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუცია. 1997 წელს შენობა კულტურული მემკვიდრეობს ძეგლთა სიაში შეიტანეს. 2007 წელს „იმელს“ ეს სტატუსი მოუხსნეს და ის კერძო კომპანიაზე გაასხვისეს. 2011 წელს ქალაქის მერიამ გასცა მშენებლობის უფლება „მილენიუმის“ ჯგუფის სასტუმროს ასაშენებლად, რომელიც 34-სართულიან ცათამბჯენს წარმოადგენს. დღეს აქ, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სასტუმრო „ბილთმორი“ ფუნქციონირებს. ოფიციალურად, „ბილთმორი“ 2016 წლის 31 ივლისს გაიხსნა. 214-ოთახიანი ლუქსის სასტუმრო მდიდარ ადამიანებზეა გათვლილი და 8 კატეგორიად იყოფა (Delux, Grand Premium, Premium Club, Executive Suite, Junior Suit და ა. შ.). ერთი ნომრის ფასი აქ $200-დან იწყება და $3000-მდე აღწევს.

კომენტარი