რატომ იდგნენ მგზავრები დილით ვარკეთილის მეტროსადგურში?

რატომ იდგნენ მგზავრები დილით ვარკეთილის მეტროსადგურში?

1148
გაზიარება
NEWS.On.ge-ს ფოტო

დღეს დილით ვარკეთილის მეტროსადგურში მგზავრები გარკვეული ხნით შეყოვნდნენ. მიზეზი მგზავრობის საფასურის გადახდის მოწყობილობის გათიშვა გახდა, რაც მათმა ტექნიკურად გაუმართაობამ გამოიწვია. როგორც “სითი კვირას” თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, პრობლემა მხოლოდ ვარკეთილის მეტროსადგურს შეეხო. გათიშული იყო 6 მოწყობილობიდან 4.
მათივე განმარტებით, გადახდის სისტემის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი კომპანიამ (მს+) პრობლემა მალევე აღმოფხვრა და რამდენიმე წუთში მგზავრებს ჩვეულებრივ შეეძლოთ მოწყობილობებით სარგებლობა.
იქამდე კი, ვიდრე ტექნიკური ხარვეზი გამოსწორდებოდა,  სათადარიგო გასასვლელი ფუნქციონირებდა, რათა მგზავრების გადაადგილება დამატებით არ შეფერხებულიყო.

კომენტარი