როგორია და როგორი შეიძლება გახდეს – თბილისის სატელევიზიო კოშკის აწმყო და მომავალი...

როგორია და როგორი შეიძლება გახდეს – თბილისის სატელევიზიო კოშკის აწმყო და მომავალი (ფოტოკოლაჟი)

565
გაზიარება

ესტონურმა კომპანია „კოკო არქიტექტორებმა“ თბილისის სატელევიზიო კოშკის განვითარებისა და მოწყობის კონცეფციაზე მუშაობა უკვე დაასრულა. როგორც ირკვევა, „კოკო არქიტექტორებმა“ სატელევიზიო კოშკის განვითარების სამი ვარიანტი წარმოადგინა. რომელ ვარიანტს მიენიჭება პრიორიტეტი, სავარაუდოდ, მომავალ წელს გახდება ცნობილი.
„კოკო არქიტექტორების” მიერ მომზადებულ დოკუმენტში მითითებულია პროექტის ხარჯებიც: კერძოდ, პროექტის პირველი ვარიანტის ღირებულება 8 185 000 ევროა,  მეორე ვარიანტის 9 535 000 ევრო, ხოლო მესამე ვარიანტის კი 6 765 000 ევრო.
დეველოპერს, რომელიც  პროექტში  ინვესტიციის ჩადებას დათანხმდება, სატელევიზიო კოშკი მთელი ინფრასტრუქტურით, 50-წლიანი მართვის უფლებით გადაეცემა.
აქვე შეგახსენებთ, რომ სატელევიზიო კოშკის მშენებლობა, რომელიც ამჟამად ფუნქციონირებს, 1972 წელს დაიწყო. კოშკი ექსპლუატაციაში 1974 წლის 30 ნოემბერს შევიდა.

კომენტარი