ხოცვა-ჟლეტა მშრალ ხიდთან და 300 მანეთი გვამების სანაცვლოდ – 1956 წელი, თბილისი

ხოცვა-ჟლეტა მშრალ ხიდთან და 300 მანეთი გვამების სანაცვლოდ – 1956 წელი, თბილისი

482
გაზიარება

1956 წლის 5 მარტს, სტალინის გარდაცვალების 3 წლის თავზე თბილისში, გორში, ბათუმში და სოხუმში სამგლოვიარო მიტინგები დაიწყო. დაახლოებით, ერთი თვით ადრე, 1956 წლის 25 თებერვალს კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობაზე სტალინი საბჭოთა ხალხის მტრად გამოაცხადეს. ინიციატორი ერთ დროს სტალინის თანამებრძოლი და მისი ბრძანებების უსიტყვო შემსრულებელი, ნიკიტა ხრუშჩოვი იყო. მე-20 ყრილობაზე ხრუშჩოვის მიერ წაკითხული მოხსენების შინაარსი მალევე გახდა ცნობილი საქართველოს პარტმუშაკებისთვის და შემდეგ საზოგადოებაშიც გავრცელდა.

DyTaPhdWhuzt4RlJLDv6bEy_4dNkT3DMხრუშჩოვის გამოსვლით უკმაყოფილო საზოგადოებამ თბილისში, მშრალ ხიდთან მდებარე სკვერში დაიწყო შეკრება, სადაც იმ დროს სტალინის ძეგლი იდგა. ძეგლი მთლიანად ყვავილებით იყო დაფარული და როგორც უშიშროების სამსახურის პატაკშია ნათქვამი, ხალხის რაოდენობამ შუადღისათვის 20 ათას კაცს გადააჭარბა.
9 მარტისათვის მიტინგები ეწყობა, ასევე, უნივერსიტეტის ეზოში, სტუდქალაქში. ძირითადად, იკრიბებიან სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები. უშიშროების კომიტეტის ჩანაწერებში აგრეთვე ფიგურირებენ „ნაციონალისტურად განწყობილი პირები“.

kCm8oe8UD3GrtcE2xqIYjerceJCtFbvo

5-9 მარტისთვის მოვლენების ეპიცენტრი ისევ სტალინის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაა. სტუდენტები კითხულობენ ლექსებს. სიტყვით გამოდიან მოქალაქეები. ძირითადი თემატიკა  სტალინის სიდიადე და მისი კრიტიკოსების კრიტიკაა.

0aLVrANW64yigd-LLzpBC4aUHYS7M6zb

7 მარტისთვის თითქმის მთელი თბილისი ქუჩაშია. ისმის ლოზუნგები: “ძირს სტალინის კრიტიკოსები, საქართველო თავად მოუვლის თავის შვილს, ოღონდ რუსებმა თავი დაგვანებონ“.
მიტინგზე დაუკრეს იმ დროს აკრძალული და დავიწყებული, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჰიმნი. დაახლოებით, ანალოგიური სიტუაცია იყო 8 მარტსაც. 9 მარტს, დილის 11 საათისთვის სტალინის ძეგლთან მიტინგზე მივიდა პარტიის ცეკას პირველი მდივანი ვასილ მჟავანაძე. პირველად გაისმა გაფრთხილება – მჟავანაძე ამბობდა: „მეგობრებო, შვილებო, ახალგაზრდებო, გთხოვთ დაიშალეთ, წადით სახლში, თორემ შეიძლება რამე მოხდეს. თუ ასე გაგრძელდება და არავის დაუჯერებთ, თქვენ არ იცით, რა მოხდებაო“.
სამწუხაროდ, მჟავანაძე მართალი აღმოჩნდა. ყველაფერი კავშირგაბმულობის შენობასთან დაიწყო. 11 საათზე მომიტინგეებმა გადაწყვიტეს გაეგზავნათ დაბადების დღის მისალოცი დეპეშა მოლოტოვის სახელზე. კავშირგამბულობის სახლში მისული მომიტინგეების ჯგუფი, ვინაობის დადგენის მიზნით, დაცვამ დააკავა. ეს ამბავი მალევე გახდა ცნობილი სტალინის ძეგლთან შეკრებილი ხალხისთვის და მომიტინგეების დიდი მასა კავშირგაბმულობის სახლისკენ დაიძრა. როგორც უშიშროების პატაკშია ნათქვამი, აგრესიულად განწყობილმა ხალხის მასამ შენობაში შეჭრა სცადა და პირველი გასროლაც გაისმა. მალევე ქალაქის ქუშებში სამხედრო ტექნიკაც გამოჩნდა. როგორც თვითმხილველები ამბობდნენ, ტანკები პირდაპირი დამიზნებით ისროდნენ მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებით. მომიტინგეების ერთმა ნაწილმა მოახერხა და იქვე მდგარი ტროლეიბუსებით გზა ჩახერგა, თუმცა  ტანკებმა მალევე გახსნეს გზა. როგორც ამბობენ, ტანკები პირდაპირ ხალხის მასაში იჭრებოდნენ და ასე ცდილობდნენ მომიტინგეთა წინააღმდეგობის გარღვევას. მომიტინგეთა ბოლო ფორპოსტი სამხედროებმა ღამის 2 საათზე დაშალეს სტალინის ძეგლთან, სადაც თვითმხილველთა მონაყოლით, დაახლოებით, 5 ათასი კაცი ამაგრებდა პოზიციებს.

9april

ოფიციალური მონაცემებით, იმ დღეს თბილისში 15 ადამიანი დაიღუპა და 54 დაიჭრა. დააპატიმრეს  200 კაცი. თვითმხილველების განცხადებით, ქუჩები სავსე იყო მგლოვიარე ხალხით, ვინ შვილს ეძებდა, ვინ მამას, ვინ ძმას და ვინ დას. როგორც ამბობენ, მიცვალებულების გადაცემა ჭირისუფლებისთვის 14 მარტს დაუწყიათ, თუმცა ეს ზეკონსპირაციულ გარემოში კეთდებოდა: უშიშროების 2 თანამშრომელი, ოჯახის, მაქსიმუმ, 4 ან 5 წევრი და 300 მანეთი ცხედრის სანაცვლოდ, რომელიც ჭირისუფალს სპეციალურ ანგარიშზე წინასწარ უნდა შეეტანა.

კომენტარი