10 ოქტომბერს თბილისში დასაქმების ფორუმი გაიმართება

10 ოქტომბერს თბილისში დასაქმების ფორუმი გაიმართება

175
გაზიარება

10 ოქტომბერს, კრწანისის რაიონის გამგებლის ლევან ჯაფარიძის ინიციატივით, სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლობითა და „საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA”-ს ჩართულობით დასაქმების ფორუმი გაიმართება.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობით, ღონისძიება თბილისში, რუსთავის გზატკეცილის 18/22 -ში, „საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA”-ს შენობაში გაიმართება.
დასაქმების ფორუმი 14:00 საათზე დაიწყება და 16:00 საათამდე გაგრძელდება.
მათივე თქმით, დასაქმების ფორუმზე 25 -მდე დამსაქმებელი 2000-ზე მეტი შრომის ბაზარზე აქტიური ვაკანსიით იქნება წარმოდგენილი.
ანალოგიური ფორუმები, თბილისის მასშტაბით, მიმდინარე წელს უკვე ჩატარდა ჩუღურეთის, ნაძალადევის, ისნის, ვაკის, გლდანის, საბურთალოსა და სამგორის რაიონებში
დასაქმების ფორუმში შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge – ზე დარეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლები მიიღებენ მონაწილეობას.
ფორუმის ფარგლებში სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად დაუკავშირდებიან ერთმანეთს, ამავდროულად, მათ მიეწოდებათ ინფორმაცია, ყველა იმ პროგრამისა და სერვისების შესახებ, რასაც სოციალური მომსახურების სააგენტო ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.

კომენტარი