თბილისის ყველაზე ძვირი და იაფი რაიონები – რას აჩვენებს უძრავი ქონების ბაზრის...

თბილისის ყველაზე ძვირი და იაფი რაიონები – რას აჩვენებს უძრავი ქონების ბაზრის კვლევა

1009
გაზიარება

დედაქალაქის რაიონებს შორის უძრავი ქონების ბაზარზე საბურთალო, ვაკე და გლდანი დომინირებს. მეორე კვარტალში უძრავი ქონების ყველაზე მეტი გაყიდვა საბურთალოზე (3,527 ერთეული) დაფიქსირდა, მეორე და მესამე ადგილებს  ვაკე (2,279 ერთეული) და გლდანი (1,407 ერთეული) ინაწილებენ.
მეორე კვარტალში თბილისს  336 ათას კვ.მ. უძრავი ქონება შეემატა.შეადგენს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით შემცირებულია ახალი უძრავი ქონების რაოდენობა (-15.2%), თუმცა მათი ჯამური ფართობი გაზრდილია (31.3%).
2018 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, გაზრდილია საცხოვრებელი უძრავი ქონების როგორც გაყიდვის (0.1%),  ისე გაქირავების ფასის (5.6%) ინდექსი.  1 კვ.მ. საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვის საშუალო ფასი 868 დოლარიდან 881 დოლარამდე მერყეობს.
დედაქალაქის ყველაზე ძვირი  საცხოვრებელი რაიონი მთაწმინდაა. უძრავი ქონების 1 კვ.მ. აქ საშუალოდ 1,124  დოლარი ღირს. გაქირავება 7.70 დოლარი.საშუალო ფასის  მიხედვით; საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვის ფასი ყველაზე დაბალია სამგორში (547 აშშ დოლარი), გაქირავების კი – გლდანში (4.62 აშშ დოლარი).
კვლევა თიბისი ბანკის, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და ForSet-ის ერთობლივი პროექტის, უძრავი ქონების ლაბორატორიის (REM Lab) ფარგლებში მომზადდა.

კომენტარი