მთაწმინდის რაიონში მიმდინარე პროექტებზე 1 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება

მთაწმინდის რაიონში მიმდინარე პროექტებზე 1 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება

129
გაზიარება

მთაწმინდის რაიონში საგზაო და კეთილმოწყობის სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს.
კოჯორში, იუნკერების ქუჩაზე, 350-მეტრიანი საფეხმავლო ბილიკი ეწყობა, სადაც, პარალელურად, 210 გრძივი მეტრი წყალარინების ახალი ქსელი მოეწყო. ასევე, კოჯორში, ვაჟა-ფშაველას I შესახვევში ჩატარდა საგზაო სამუშაოები. 1700 კვ.მ-ის გრუნტის გზაზე ასფალტის საფარი დაიგო.
ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება ვერაზეც – რჩეულიშვილის N4-ის მიმდებარედ თანამედროვე სტანდარტების საკალათბურთო მოედანი შენდება.
კეთილმოწყობის სამუშაოები, ასევე, მიმდინარეობს ოქროყანის აღმართზე, სადაც ახალი სკვერი ეწყობა. ოქროყანაში, ჭავჭავაძის ქუჩაზე კი გრუნტის დაჭერი კედლის მოწყობა დასრულდა.
აქტიურად მიმდინარეობს სამკილომეტრიანი წყლის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა შინდისში, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება და სასმელი წყლით 100-მდე ოჯახს უზრუნველყოფს.
აღნიშნული პროექტების განხორციელებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან, ჯამში, 1 მლნ 002 255 ათასი ლარი გამოიყო.

კომენტარი