ნაძალადევის „დამოუკიდებელი რესბუბლიკა“ – ხანმოკლე ისტორია და პანთეონად ქცეული ხუდადოვის ტყე

ნაძალადევის „დამოუკიდებელი რესბუბლიკა“ – ხანმოკლე ისტორია და პანთეონად ქცეული ხუდადოვის ტყე

1208
გაზიარება

მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერიას საპროტესტო გამოსვლების ტალღამ გადაუარა. გამონაკლისი არც კავკასია და კერძოდ, ტფილისი გახლდათ. 1905 წლის დეკემბერში ტფილისის მნიშვნელოვან ნაწილს ფაქტობრივად რევოლუციონერები აკონტროლობდნენ.  შეიძლება ითქვას, რომ ნაძალადევის რაიონი აჯანყებული მუშების და  მათი მხარდამჭერების ფორპოსტად იყო ქცეული. მართალია, მცირე ხნით, მაგრამ  ნაძალადევი ერთგვარ დამოუკიდებელ რესპუბლიკად იქცა მთელი თავისი ატრიბუტიკით. ნაძალადევის „რესპუბლიკას“ ჰყავდა თავისი შეიარაღებული ძალები,  ასევე სამოქალაო და სამხედრო ადმინისტრაცია.

IPEeRe63d9A71zyRzTTZ8YtYdQvuYe5-

ქალაქზე და ნაძალადევის რაიონზე კონტროლის დაბრუნება მეფის მთავრობამ ორ გამოცდილ გენერალს: ალიხანოვ-ავარსკის და გრიაზნოვს დაავალა. სამთავრობო ჯარებმა თავდაპირველად სამთავრობო დაწესებულებებზე, ასევე რკინიგზაზე და ფოსტა ტელეგრაფზე აღადგინეს კონტროლი. 17 დეკემბერს 1000 -ზე მეტმა ჯარისკაცმა ნაძალადევის „რესპუბლიკას“ შეუტია. შეტაკება ხუდადოვის ტყის მახლობლად მოხდა. სამთავრობო ჯარები, რაოდენობით,  თითქმის ორჯერ აღემატებოდნენ აჯანყებულებს.  ზარბაზნებით და ტყვიამფრქვევებით შეიარაღებულ სამთავრობო ჯარებს დიდი წინააღმდეგობა შეხვდათ, თუმცა 18 დეკემბერს მუშათა 500 კაციანი რაზმი იძულებული გახდა უკან დაეხია. უკანდახევა მალე გაქცევაში გადაიზარდა. დღის ბოლოს სამთავრობო ჯარები ნაძალადევის რაიონს მთლიანად აკონტროლებდნენ. დაიღუპა 9 და დაიჭრა რამოდენიმე ათეული აჯანყებული. დაღუპულები იქვე, ხუდადოვის ტყეში დაასაფლავეს. სამთავრობო ჯარებმა მოახეხრხეს და ტყვედ აიყვანეს აჯანყებულთა მეთაურებიც.

y6tAm2Ve-oa0DRq9ypy1rG-NPa6poBVF

1921 წელს, ხელისუფლებაში მოსულმა ბოლშევიკებმა პირველი წარუმატებელი აჯანყების დროს დაღუპული მუშები არ დაივიწყეს და მათ პატივსაცემად ნაძალადევის ერთ-ერთ ქუჩას – 9 ძმის ქუჩა უწოდეს. ხუდადოვის ტყის „საძმო სასაფლაო“ ერთგვარ ბოლშევიკურ პანთეონად იქცა. 1930 წელს აქ დაკრძალეს ცნობილი ბოლშევიკი ქალი მარო ბოჭორიძე. 1989 წელს მთაწმინდის პანთეონიდან სწორედ აქ გადმოასვენეს მგზნებარე ბოლშევიკები: ფილიპე მახარაძე, მიხა ცხაკაია და სილიბისტრო თოდრია.

 

კომენტარი