სამგორის რაიონში, ხუთ მისამართზე ახალი სკვერი მოეწყო

სამგორის რაიონში, ხუთ მისამართზე ახალი სკვერი მოეწყო

46
გაზიარება

სამგორის რაიონში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. სამუშაოების ფარგლებში, ხუთ მისამართზე ახალი სკვერი მოეწყო, ორ მისამართზე კი, ამ დროისთვის ეწყობა.
ლორთქიფანიძის (ყოფილი კაიროს) ქუჩის N22-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალი სკვერი 600 კვ.მ ფართობზე ეწყობა, სადაც საბავშვო ატრაქციონები, საპარკე სკამები და სავარჯიშო ტრენაჟორები განთავსდება. ასევე, დამონტაჟდება განათების სისტემა. ამავე ქუჩაზე მეორე სკვერის მოწყობა უკვე დასრულდა.
ახალი სკვერი მოეწყო ქინძმარაულის შესახვევშიც. N21-ის მიმდებარედ განთავსებულ სკვერში სკამები და საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდა; სკვერების მოწყობა ასევე, დასრულდა ბოგდან ხმელნიცკის ქ. N181-ის, მოსკოვის გამზირის N14-ის მიმდებარედ და გარდაბნის გზატკეცილზე.
ჭიჭინაძის N29 ბ-ს მიმდებარედ, სკვერის მოწყობის სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება. ახალ სკვერში საბავშვო ატრაქციონები უკვე მოეწყო. განთავსდება სკვერისთვის შესაბამისი სხვა ინფრასტრუქტურაც.
სკვერებში მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა გულედანმა დაათვალიერა და მოსახლეობასთან ერთად, სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები განიხილა.

კომენტარი