საბურთალოში, თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, 72 პროექტი განხორციელდა

საბურთალოში, თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, 72 პროექტი განხორციელდა

81
გაზიარება

საბურთალოს რაიონში თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, 72 სხვადასხვა სახის პროექტი განხორციელდა, რაზეც გამგეობის ბიუჯეტიდან 944 097 ლარი დაიხარჯა.
ტაშკენტის ქუჩა N31-ში ბრტყელი სახურავისა და ლიფტის რეაბილიტაცია დასრულდა. ლიფტი ასევე, შეკეთდა გაზაფხულის ქუჩა N13, ხვიჩიას ქუჩა N12, საირმის ქუჩა N2 კორპუსში, ცინცაძის ქუჩა N7 და ბუდაპეშტის ქუჩა N6-ში.
ლიფტების რეაბილიტაცია სულ 13 მისამართზე განხორციელდა. საირმის ქუჩა N2-ში სადარბაზოს შიდა სარემონტო სამუშაოებიც დასრულდა. ამ ეტაპზე, სადარბაზო შვიდ მისამართზე გარემონტდა.
დიდ დიღომში, პეტრიწის N4 ა-სა და მე-3 მიკრორაიონის N5 კორპუსის ბრტყელი სახურავი შეკეთდა. ქანობიანი სახურავის რეაბილიტაცია კი, იოსებიძის ქუჩა N60-სა და ბროლოსანის ქუჩა N31-ში დასრულდა.
საბურთალოს რაიონში, სახურავები სულ 30 მისამართზე შეკეთდა. კორპუსების სართულშუა ნაპრალების სპეციალური მასალით ამოვსების სამუშაოები ექვს მისამართზე შესრულდა, მათ შორისაა, გოთუას ქუჩა N22.
სამუშაოების ფარგლებში, წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია 16 მისამართზე განხორციელდა.

კომენტარი