ტფილისის პირველი საზოგადოებრივი ბაღის ბოლშევიკური წარსული

ტფილისის პირველი საზოგადოებრივი ბაღის ბოლშევიკური წარსული

653
გაზიარება

1859 წელს კნიაზ ბარიატინსკის ინიციატივით და არქიტექტორ ოტო სიმონსონის პროექტით, ტფილისში საფუძველი ჩაეყარა პირველ საზოგადოებრივ ბაღს, რომელსაც რუსეთის იმპერატორის პატივსაცემად, ალექსანდრეს ბაღი უწოდეს. საქართველოს გასაბჭოების შემდგომ, ეს ისტორიული ბაღი „ბოლშევიკებმა“ თავიანთ საძვალედ აქციეს. 1918 წლის 10 თებერვალს ალექსანდრეს ბაღში ბოლშევიკებმა საკმაოდ მრავალრიცხოვანი მიტინგი გამართეს. აქციას ორგანიზება ლენინის პირადმა წარმომადგენელმა ამიერკავკასიაში, სტეფანე შაუმიანმა გაუკეთა. ამიერკავკასიის სეიმის გადაწყვეტილებით, აქციის მონაწილეებს სახალხო გვარდიამ ტყვიამფრქვევებისა და შაშხანების ცეცხლით გაუხსნა. როგორც ჩანს, სწორედ ეს ფაქტი გახდა, ნაწილობრივ, იმის მიზეზიც, რომ კომუნისტებმა ალექსანდრეს ბაღი ერთგვარ ძმათა სასაფლაოდ აქციეს.

433-640x408

1921 წლის 4 მარტს აქ სახელდახელოდ გათხრილ  საძმო საფლავში დაკრძალეს ტფილისისათვის ბრძოლაში დაღუპული ქართული არმიისა და მე-11 წითელი არმიის 42 მებრძოლი. ერთი თვის თავზე ქუთაისიდან გადმოასვენეს და ისევ ალექსანდრეს ბაღში დაკრძალეს ცნობილი ბოლშევიკი, საველე მეთაური, უკრაინაში პეტლიურას ჯარების წინააღმდეგ ბრძოლით სახელგანთქმული ლუკიანე თაბუკაშვილი, რომელიც, როგორც ირკვევა, თბილისიდან უკან დახევისას “მენშევიკებმა” ზესტაფონის საპატიმროში დახვრიტეს.43243438_250225248972103_5235290882982281216_n

დღეისათვის ალექსანდრეს ბაღში  ბოლშევიკთა ნაკვალევი თითქმის წაშლილია. ლუკიანე თაბუკაშვილის საფლავის ქვა ბოლო წლებში რამდენჯერმე გადააადგილეს და ბოლოს დაიკარგა. 1918 წლის 10 თებერვალს დარბეულ-დახვრეტილთა “ხსოვნის კედელი” კი, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებში მოქანდაკე შხვაცაბაიამ დააპროექტა, კიდევ დგას. „დიდება სამოქალაქო ომის გმირებს 1918 – 1921” – იუწყება წარწერა.

კომენტარი