კახა კალაძემ მერიის მიერ ინიცირებული ცვლილებების მხარდაჭერისთვის პარლამენტსა და საკრებულოს მადლობა გადაუხადა

კახა კალაძემ მერიის მიერ ინიცირებული ცვლილებების მხარდაჭერისთვის პარლამენტსა და საკრებულოს მადლობა გადაუხადა

122
გაზიარება

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები წარუდგინა და მათ კეთილსინდისიერი შრომისა და ქალაქზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა.
დედაქალაქის მერმა პრეზენტაციაზე ასევე, ყურადღება გაამახვილა იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც ინსპექტირების ფუნქციების გაძლიერების მიზნით გატარდა.
ასევე, კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა თბილისის მერიის მიერ ინიცირებული ცვლილებების მხარდაჭერისთვის საქართველოს პარლამენტსა და დედაქალაქის საკრებულოს.
„რა თქმა უნდა, ნებისმიერი სამსახურის ეფექტიან მუშაობას განაპირობებს ასევე, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა. ამ მიმართულებით, წელს ახალი რეგულაციები ამოქმედდა, რომლის ძალაში შესვლამდე, სამართალდარღვევების რიცხვი საკმაოდ მაღალი იყო. ჯარიმები იმდენად მიზერულ თანხებს შეადგენდა, რომ სამართალდამრღვევი წესების დაცვას ჯარიმის გადახდას ამჯობინებდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, სამშენებლო დარღვევებისა და უსაფრთხოების წესების დაცვის, გარე ვაჭრობის, გარე რეკლამისა და ქალაქის იერსახის სხვადასხვა ფორმით დამახინჯების მიმართულებით, ჯარიმების ოდენობა უკვე გაზრდილია.
დედაქალაქის მერმა დღეს, ზედამხედველობის განახლებული  სამსახური – თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექცია წარადგინა, რომელიც ქალაქში ურბანულ წესრიგზე იქნება პასუხისმგებელი.

კომენტარი