„თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელს კანონდარღვევით გაკრული სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა დაევალა

„თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელს კანონდარღვევით გაკრული სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა დაევალა

74
გაზიარება

თბილისის მერმა, კახა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელს სააგიტაციო მასალების იმ შენობა-ნაგებობებიდან და ლოკაციებიდან დაუყოვნებლივ ჩამოხსნა დაავალა, რომელზეც მათი გაკვრა ნებადართული არაა.
მისივე დავალებით, მსგავსი ადგილების დასუფთავება და მოწესრიგება დღესვე უნდა დაიწყოს.
როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, კანონმდებლობით განსაზღვრულია იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, რომლებზეც სააგიტაციო მასალების გაკვრა ნებადართული არ არის.
„სამწუხაროდ, თბილისში არსებობს ადგილები, სადაც საარჩევნო პლაკატებია გაკრული – ისტორიულ ძეგლებზე,  მეტროს ჩასასვლელებში, რაც ძალიან დიდ უხერხულობას ქმნის. ჩვენთვის ეს ყველაფერი კატეგორიულად მიუღებელია. მესმის, რომ არის არჩევნები, მაგრამ გამოყოფილია სპეციალური ადგილები, სადაც მათ აქვთ უფლება, საარჩევნო პლაკატები განათავსონ და არა ისეთ ადგილებზე, რომელიც ქალაქისთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანია. შესაბამისად, იმოქმედეთ და დღესვე მოაწესრიგეთ ეს ყველაფერი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საზოგადოებას კანონდარღვევით გაკრული სააგიტაციო მასალების ამსახველი  ფოტომასალაც წარუდგინა.

კომენტარი