66 ახალი სასტუმრო – რომელი ბრენდული სასტუმროების გახსნაა დაგეგმილი...

66 ახალი სასტუმრო – რომელი ბრენდული სასტუმროების გახსნაა დაგეგმილი დედაქალაქში

287
გაზიარება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან ყველაზე მეტი სასტუმრო თბილისში გაიხსნა. მათ შორისაა შემდეგი ბრენდული სასტუმროები: Tbilisi Park Hotel (ოთახების რაოდენობა 54), Best Western Tbilisi City Centre (ოთახების რაოდენობა 44), Ramada Encore (ოთახების რაოდენობა 152), Moxy by Marriott (ოთახების რაოდენობა 130), Bridge Boutique Hotel  (ოთახების რაოდენობა 32), Stamba (ოთახების რაოდენობა 205), Timber Boutique Hotel (ოთახების რაოდენობა 18).   ახლო მომავალში, ყველაზე მეტი 66  სასტუმრო,  თბილისში აშენდება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2018-2019 წლებში თბილისში შემდეგი ბრენდული სასტუმროების გახსნა იგეგმება:

Hilton Garden Inn – თბილისი; პროექტის ღირებულება 35 მილიონი დოლარია. შედეგად, თბილისის ცენტრში 165 ნომრიანი 14-სართულიანი სასტუმრო განთავსდება.

Radisson BLU Telegraph – თბილისი; პროექტი კომპანია “სილქ როუდს” ეკუთვნის. თბილისში ფოსტის ყოფილ შენობაში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Radisson Blue Telegraph 200-ოთახიანი იქნება.

Ramada – თბილისი; 125 ნომრიანი სასტუმროს პროექტს M2 ახორციელებს.

Golden Tulip – თბილისი; კომპანია “ბლოკ ინვესტის” პროექტი 80 სასტუმრო ნომერს გააერთიანებს, პროექტში 11 მილიონი დოლარია ჩადებული.

Marriott Autograph – თავისუფლების მოედანზე და Marriott Autograph Collection სოლოლაკში – პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება 365 მილიონ დოლარს შეადგენს. პროექტს თანაინვესტირების ფონდის ტურიზმის განვითარების ფონდი ახორციელებს.

Holiday Inn Express – თბილისი; სასტუმროს შპს Neo აშენებს და ის 121 სასტუმრო ნომერს გააერთიანებს.

Hilton Tbilisi – სასტუმრო სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილ შენობაში განთავსდება. საინვესტიციო შეთანხმება Hilton Worldwide-სა და Granat Georgia-ს შორის 2016 წლის 2 ნოემბერს გაფორმდა.   საინვესტიციო კომპანია 45 მილიონამდე ევროს ინვესტიციას განახორციელებას გეგმავს. ჰილტონ თბილისის მთავარი კონტრაქტორი დეველოპერი კომპანია BBC იქნება, სამშენებლო პროცესს კი მენეჯმენტს ბრიტანული კომპანია BHP გაუწევს.
ამჟამად თბილისში განთავსების 457 ობიექტი ფუნქციონირებს.

კომენტარი