ბოტანიკური ბაღი პურის პირველ ფესტივალს უმასპინძლებს

ბოტანიკური ბაღი პურის პირველ ფესტივალს უმასპინძლებს

278
გაზიარება

20-21 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი პურის პირველ ფესტივალს უმასპინძლებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ბოტანიკური ბაღის კოლექციაში არსებული უძველესი, იშვიათი და გადაშენების პირას მისული ქართული მარცვლოვანი კულტურები.
გარდა ბოტანიკური ბაღის მარცვლოვანი კულტურებისა, ფესტივალზე 25-მდე კომპანიის მიერ წარმოდგენილი იქნება ქართული და უცხოური პური, რომლის წარმოებაც საქართველოში ხორციელდება.
გამოფენა 20 ოქტომბერს 12:00 საათზე გაიხსნება.

კომენტარი