ბახტაძე – შემოვლითი რკინიგზის პროექტი იყო კონტრპროდუქტიული და რეტროგრადული

ბახტაძე – შემოვლითი რკინიგზის პროექტი იყო კონტრპროდუქტიული და რეტროგრადული

138
გაზიარება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის შეფასებით, თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტს ჰქონდა სერიოზული საინჟინრო ნაკლოვანებები და ამ პროექტის არსებული დიზაინით დასრულება სრულიად მიუღებელი იყო.
„სწორედ ჩემი რკინიგზაში მუშაობის პერიოდში მოხდა ამ პროექტის შეჩერება სრულიად ობიექტურად, რადგან ის ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებდა. უფრო მეტიც, ის იყო კონტრპროდუქტიული და რეტროგრადული. თქვენ ვერ ნახავთ ევროპაში ვერცერთ ქალაქს, სადაც არ არის განვითარებული ყველაზე მწვანე ტრანსპორტი – რკინიგზა. თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ ევროპულ ქალაქს, სადაც არ არის ცენტრალური რკინიგზის სადგური. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებდა, რომ ჩვენ ყველაზე მწვანე ტრანსპორტი უნდა გადაგვეტანა ქალაქიდან და მის მაგივრად შეგვექმნა დამატებით ავტომაგისტრალები, რაც სრულიად მიუღებელია. გარდა ამისა, სერიოზული საინჟინრო ნაკლოვანებები ჰქონდა ამ პროექტს და გვქონდა საერთაშორისო დასკვნები, რომელთა მიხედვითაც ამ პროექტის დასრულება არსებული დიზაინით იყო სრულიად მიუღებელი“, – განაცხადა პრემიერმა „მწვანე პოლიტიკა – ეკოტრანსპორტის“ პრეზენტაციაზე.

კომენტარი