მგზავრთნაკადის სიმწირე და არაადეკვატური ხარჯები – მთავრობას ახალ პროექტს უწუნებენ

მგზავრთნაკადის სიმწირე და არაადეკვატური ხარჯები – მთავრობას ახალ პროექტს უწუნებენ

377
გაზიარება

როგორც დღეს გახდა ცნობილი, 2022 წლისათვის სამგორი-ლილოს, სამგორი-აეროპორტის მიმართულებით მიწისზედა მეტროს 8 ახალი სადგური აშენდება. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, პროექტის რეალიზება ქვეყნის ბიუჯეტს, დაახლოებით, 90 მილიონი დოლარი დაუჯდება და ახალი სატრანსპორტო მაგისტრალი დაახლოებით 200 ათას ადამიანს მოემსახურება. სპეციალისტების ერთი ნაწილის მოსაზრებით, ის, რომ ქალაქს ახალი სატრანსპორტო მაგისტრალი შეემატება, კარგია, თუმცა საეჭვოა, ამ მიმართულებას იმდენი მგზავრი ჰყავდეს, რომ პროექტზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება მოხერხდეს. “თუ არ მოვისმენთ დეტალურ დასაბუთებას, რატომ მეტრო და არა, ვთქვათ, ტრამვაი ან სხვა რომელიმე სატრანსპორტო საშუალება, ვერ ვიტყვით, რომ ეს პროექტი სწორი გადაწყვეტილებაა”, – აცხადებს “ურბანული ლაბორატორიის” ხელმძღვანელი გიორგი ბაბუნაშვილი.

12899678_1159886150702035_1501645314_n-1

მისი მოსაზრებით, მას, რომ  შესაძლოა, პროექტმა არ გაამართლოს, თბილისის აეროპორტში, ფაქტობრივად, უფუნქციოდ დარჩენილი მატარებლის სადგურიც ადასტურებს. მოკლედ, სპეციალისტების ერთი ნაწილის მოსაზრებით, მეტრო ძვირადღირებული პროექტია და ამ მიმართულებაზე უფრო ადვეკვატური ტრამვაის ან ე.წ. ელქტრიჩკის გამოყენება უფრო გამართლებული იქნებოდა. დიდ და გაუმართლებელ ხარჯებს უკავშირებენ სპეციალისტები მთავრობის კიდევ ერთ იდეას, კერძოდ, რუსთავის და თბილისის მიწისზედა მეტროთი დაკავშირებას. ამ შემთხვევაშიც სპეციალისტების ნაწილი უპირატესობას ტრამვაის ხაზს ანიჭებს. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც სპეციალისტთა განმარტებით, მეტ სიცხადეს საჭიროებს, “შემოვლითი რკინიგზის” ადგილი და როლია მთავრობის ახალ ინიციატივაში. როგორც დღეს ითქვა, მიწისზედა მეტროს მშენებლობისას შემოვლითი რკინიგზის ინფრასტრუქტურა იქნება გამოყენებული. გიორგი ბაბუნაშვილის განმარტებით, ამაში, სავარაუდოდ, იგულისხმება სამგორი-ლილოს მონაკვეთზე შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის ფარგლებში გაფართოებული მიწის ვაკისი, რომელიც შასაძლოა, მეორე ლიანდაგის დასამატებლად იქნას გამოყენებული.კიდევ ერთი, გარემოება რაზეც გიორგი ბაბუნაშვილი ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, ლიანდაგის საერთო სიგანის მიუხედავად, ერთ ლიანდაგზე მეტროს და სარკინიგზო შემადგენლობების ერთობლივი ექპლუატაცია გამორიცხულია, შესაძლებელია მხოლოდ ზედა საკონტაქტო ქსელით მოსარგებლე ტრამვაის ან ელეტრომატარებელების ერთობლივი მოძრაობა.  ბაბუნაშვილის მოსაზრებით, პროექტის ავტორებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მოცემულ მონაკვეთზე მეტროს ტიპის მატარებლების ექსპლუატაციის შემთხვევაში, კახეთის სარკინიგზო სისტემა მოწყდება საქართველოს რკინიგზას.

კომენტარი