სამშენებლო ნაგავი ლისის ტბასთან – მერია პასუხისმგებლობას იხსნის

სამშენებლო ნაგავი ლისის ტბასთან – მერია პასუხისმგებლობას იხსნის

323
გაზიარება

„ემატება და ემატება ლისისი ტბის პატარა ტყეს სამშენებლო ნაგავი. ერთი მხრიდან მშენებლობები უახლოევდება, ფაქტიურად ტყის პირას არის უკვე გაამრთული სამშენებლო პოლიგონი და მეორე მხრიდან ამ მშენებლობებიდან ამოღებული ნაგავი ავსებს ტყეს. ხოდა, დაიძრება ბოლო-ბოლო ეს ტყე და კი ვიცით რაც მოხდება ტყე თუ დაიძრა და ამოძრავდა“  – წერს სოციალურ  ქსელში, მისი ერთ-ერთი მომხმარებელი და მერიის შესაბამისი სამსახურებისაგან რეაგირებას ითხოვს.
„სითი კვირა“ შეეცადა გაერკვია ვინ და რატომ ანაგვიანებს გარემოს. როგორც მერიაში განგვიმარტეს, აღნიშნული ტერიტორია კერძო საკუთრებაა და შესაბამისად, რაც იქ ხდება, მათი უფლებამოსილების მიღმაა. აქვე შეგახსენებთ განახლებული მუნიციპალური ინსპექციის უფლება – მოვალეობებს, რაზეც გასულ კვირას დედაქალაქის მერმა დაწვრილებით ისაუბრა, ესენია: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობებზე მიმდინარე სამუშაოებისა და უნებართვო მშენებლობების კონტროლი; სანებართვო პირობების დარღვევების გამოვლენა; სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დაცვა; მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება და სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობა; უნებართვო გარე ვაჭრობისა და დასუფთავების წესების დარღვევების გამოვლენა-აღკვეთა; გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა; რეკლამის გავრცელების წესების კონტროლი და ხმაურის ნორმების გადაჭარბების ფაქტების აღკვეთა; დაბინძურებისა და ქალაქის ქონების ვანდალურად დაზიანების გამოვლენა აღკვეთა.
სამწუხაროდ, ეს  ჩამონათვალი, არ იძლევა იმის ზუსტად განსაღვრის საშუალებას,  თუ რა რეაგირება უნდა ჰქონდეს მერიას, იმ შემთხვევაში, როცა საქმე კერძო მესაკუთრეს ეხება.

კომენტარი