ჯარიმა ყველას, ვინც ბინის ენერგოეფექტიანობის სავალდებულო სერტიფიკატს არ აიღებს

ჯარიმა ყველას, ვინც ბინის ენერგოეფექტიანობის სავალდებულო სერტიფიკატს არ აიღებს

756
გაზიარება

თუ საქართველოს პარლამენტი მთავრობის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს მიიღებს, 2019 წლის 30 ივნისიდან თქვენ შენობისა და ბინის გაყიდვისა და გაქირავებისთვის დაგჭირდებათ ახალი ტიპის სერტიფიკატი, რომელშიც მითითებული იქნება თუ რა არის ამ უძრავი ქონების ენერგოეფექტიანობის მაჩვენებელი. თუ ამ დოკუმენტს არ აიღებთ, სახელმწიფო 150 კვადრატულზე ნაკლები უძრავი ქონების შემთხვევაში 300 ლარით დაგაჯარიმებთ. 500 კვადრატულზე მეტი ფართობის მქონე შენობაზე ჯარიმა 1500 ლარი იქნება.

რომელ შენობებს არ ეხება რეგულაცია:

1) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს;

2) საკულტო-რელიგიური დანიშნულების შენობებს;

3) დროებით შენობა-ნაგებობებს;

4) სამრეწველო დანიშნულების შენობებს;

5) შენობებს, რომლებსაც საცხოვრებლად წლის განმავლობაში 4 თვეზე ნაკლები ვადით იყენებენ;

6) ცალკე მდგომ შენობებს, რომელთა ფართიც 50 კვადრატულ მეტრზე ნაკლებია.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, ცვლილებები საქართველოს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით არის განპირობებული.

კომენტარი