კაცი, რომელიც ტფილისში პირველ ავარიას ემსხვერპლა – კამოს ბოლო გასეირნება

კაცი, რომელიც ტფილისში პირველ ავარიას ემსხვერპლა – კამოს ბოლო გასეირნება

524
გაზიარება

ვინ იყო კაცი, რომელიც თბილისის ცარიელ ქუჩებში მოძრავ ერთადერთ სატვირთო ავტომობილს ემსხვერპლა? ეს იყო კამო, ცნობილი ბოლშევიკი და ხალხთა დიდი ბელადის, სტალინის უახლოესი თანამებრძოლი.

236775909
კამო (1882–1922)– ნამდვილი სახელია სიმონ არშაკის ძე ტერ-პეტროსიანი. დაიბადა ვაჭრის ოჯახში. 1901 წლიდან  აქტიურად მონაწილეობს რევოლუციურ მოძრაობაში.ავრცელებდა არალეგალურ ლიტერატურას. იყო არალეგალური სტამბების ერთ-ერთი ორგანიზატორი.  1905 წლის დეკემბერში თბილისში სამხედრო ნაწილებთან შეიარაღებული შეტაკების დროს მეთაურობდა მუშათა მებრძოლ რაზმს. კამოს სახელს უკავშირდება 1907 წლის 26 ივნისს, თბილისში, ერევნის მოედანზე მომხდარ საუკუნის ძრარცვას,რა დროსაც კამომ და მისმა თანამოაზრეებმა ტფილისის ფოსტიდან 341 ათასი რუბლი, დღევანდელი კურსით, 3,4 მილიონი დოლარი გაიტაცეს.
როგორც ამბობენ, სიმონ ტერ-პეტროსიანს მეტსახელი კამო თავად სტალინმა შეარქვა. კამო რუსულთან  ცოტა მწყრალად ყოფილა, სიტყვა კამუს მაგივრად კამოს იძახდა და ამის გამო სტალინს კამო შეურქმევია.
როგორც უკვე ავღნიშნეთ, კამომ ბევრი განსაცდელი გამოიარა, თუმცა როგორც მისი ახლობლები ამბობდნენ, ეს იყო კაცი,  რომელიც ზღვას გადაურჩა და წვეთმა დაახრჩო.
1922 წლის 14 ივლისი. კამომ მთელი დღე ველოსიპედით სეირნობაში გაატარა. ჯერ რუსთაველის პროსპექტზე გაიარა, საიდანაც ორჯონიკიძის ქუჩაზე, რკინიგზის სამმართველოს ამიერკავკასიის საბაჟო ოლქში დაბრუნდა და თანამშრომლებს სხვადასხვა საკითხებზე ესაუბრა.
საღამოს 11 საათამდე კამო ფრონტელ მეგობართან, ცნობილ ჩეკისტ – გიორგი ათარბეგოვთან იყო. აქედან უზნაძის ქუჩაზე, მამიდის ოჯახში უნდა დაბრუნებულიყო.
ბარეულში დაბადებული კოლა (ნიკოლოზ) დავითის ძე დვალი კარგი, გამოცდილი შოფერი იყო.14 ივლისს რაღაც ბედად სახკომსაბჭოს გარაჟში თავისუფალი მანქანა არ აღმოჩნდა და კოლა იძულებული გახდა გვიან ღამემდე ევლო აღმა-დაღმა თბილისის ქუჩებში.
12-ის ნახევრისათვის, დვალმა ვერის ხიდი უკან მოიტოვა, ვერის დაღმართის ბოლოს, მკვეთრ მოსახვევში მესამე სიჩქარე ჩართო და სიგნალი მისცა – რამდენიმე წამში „ლოკომობილის“ მძლავრი ფარების შუქი დიდი სიჩქარით მომავალი, უფარნო ველოსიპედისტის ფიგურას მიებჯინა. ველოსიპედისტმაც ინსტინქტურად საჭე მარცხნივ აიღო, მანქანის მარცხენა ფრთამ ველოსიპედის წინა ბორბალი ჩაითრია და მისი მძღოლი ქვაფენილზე, ტრამვაის რელსებში მოისროლა.
დვალის ყვირილზე გამვლელებმა, გასისხლიანებული უცნობი მანქანაში ჩააწვინეს და მიხეილის სავადმყოფოში მიყვანეს.
დვალი მხოლოდ მაშინ მიხვდა, რამხელა შარში გაება, როდესაც მილიციონერმა უკვე მომაკვდავი უცნობის პირადი ნივთების გასინჯვა დაიწყო – #205156 ნომერ პარტბილეთში არაფრისმთქმელი სახელის – სიმონ ივანეს ძე პეტროვის გასწვრივ ყველასთვის ცნობილი სახელი -კამო იყო მიწერილი.

cms-image-000036340გამოძიებამ მალევე დაადგინა, რომ მომხდარი უბედური შემთხვევა იყო და დვალი გაანთავისუფლეს.
კამოს ცხედარი მუშათა სასახლეში გადაასვენეს. 18 ივლისს საღამოს მისი ნეშტი პუშკინის სკვერში, შადრევნის სიახლოვეს გაჭრილ სამარხში ჩაუშვეს.
ალბათ ბედის ირონია იყო ის, რომ  „დიდი რევოლუციონერი“ კამო, მაშინდელ ტიფლისში მოძრავი  თითქმის ერთადერთი ავტომობილის მსხვერპლი გახადა.
ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიის თანახმად, კამოს სიკვდილი შემთხვევითი არ ყოფილა და ის სტალინის ბრძანებით მოკლეს.

 

 

 

 

კომენტარი