თბილისში კონფერენცია “ჭკვიანი შენობა – სწრაფვა საინჟინრო და ტექნოლოგიური სრულყოფილებისკენ” გაიმართება

თბილისში კონფერენცია “ჭკვიანი შენობა – სწრაფვა საინჟინრო და ტექნოლოგიური სრულყოფილებისკენ” გაიმართება

366
გაზიარება

22 და 23 ნოემბერს თბილისი პირველად უმასპინძლებს საერთაშორისო კონფერენციას “ჭკვიანი შენობა – სწრაფვა საინჟინრო და ტექნოლოგიური სრულყოფილებისკენ”, რომლის პარტნიორიც ორგანიზაცია “სითი ინსტიტუტი საქართველო” (City Institute Georgia) გახდა.
ფორუმის მონაწილეებს ეძლევათ შანსი მოისმინონ პრეზენტაციები მსოფლიოს ისეთი წამყვანი სამშენებლო, ტექნოლოგიური და საკომუნიკაციო კომპანიების წარმომადგენლებისგან, როგორებიცაა: Bluetooth, ABB, Thyssenkrupp Siemens, Honeywell, IBM, Knauf და სხვები.
პრეზენტაციები მიეძღვნება ინოვატორული, ტექნოლოგიური მიღწევების და ბიზნეს სტრატეგიების განხილვას, რომლებიც თანამედროვე, ენერგოეფექტური, ეკოლოგიურად მდგარდი შენობების შექმნას და მათი მობინადრეებისთვის, მინიმალური კომუნალური და ოპერაციული დანახარჯებით, მაქსიმალურად კომფორტულ ცხოვრებას უზრუნველყოფენ. კონფერენციაზე, ასევე, განიხილავენ „ჭკვიანი ქალაქის“ პროექტებს.

ფორუმი განკუთვნილია:

  • სამშენებლო კომპანიებისთვის;
  • დეველოპერებისთვის;
  • არქიტექტორებისთვის;
  • დიზაინერებისთვის;
  • ურბანული დაგეგმარების სპეციალისტებისთვის;
  • ტექნოლოგიური ფირმებისთვის;
  • აღნიშნული თემით დაინტერესებული სპეციალისტებისთვის.

ფორუმი რუსთაველის გამზირის N13-ში, სასტუმრო “მარიოტში” ინგლისურ ენაზე გაიმართება.
დასწრება ფასიანია. დაინტერესებულმა პირებმა პროგრამის დეტალებისთვის და რეგისტრაციისთვის უნდა მიმართონ ინოვაციური ბიზნეს გადაწყვეტილებების ცენტრს იმეილზე: delegate@c4ibs.com ან მიყვნენ შემდეგ ბმულს: http://www.c4ibs.com/index.php/event/3

კომენტარი