საწყობი, სამხერხაო, მუზეუმი – ლურჯი მონასტრის რთული ისტორია

საწყობი, სამხერხაო, მუზეუმი – ლურჯი მონასტრის რთული ისტორია

170
გაზიარება

ლურჯი მონასტერი – ქართული ხუროთმოძღვრების ეს ძეგლი ვერის უბანში, ლ. ქიაჩელის ქუჩის ბოლოში, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. ტაძრის სამხრეთი შესასვლელის ტიმპანში დაცული ვრცელი წარწერის თანახმად, ეკლესია აუგია “უღირს ბასილს, ქართლისა მთავარეპისკოპოსყოფილს”, თამარ მეფის დროინდელი პოლიტიკური მოღვაწის, აბულასანის ძმას.

Lurji_monasteriXVI საუკუნეში ტაძარი სპარსელებს დაუნგრევიათ. ისტორიული წყაროების თანახმად, თითქმის ერთი საუკუნე ტაძარი უფუნქციოდ იყო. მე 18 საუკუნეში ტაძარი გაბაშვილების გვარის საკუთრება ყოფილა. საქართველოს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შესვლის შემდეგ ტაძარს კვლავ მძიმე დღეები დაუდგა. წირვა-ლოცვა გაუქმდა და ნაგებობაში დენთის საწყობი განთავსდა.

6191532857_c68b0e33db_b
1858 წელს ეკლესიისთვის მისი პირვანდელი ფუნქციის დაბრუნება გადაწყდა. 1871 წელს ტაძრის რესტავრაცია დეკანოზ იოანე ბასხაროვის ხელმძღვანელობით, საეპარქიო არქიტექტორ ალ. ჩიჟოვის პროექტის მიხედვით განხორციელდა. ეკლესიას დაადგეს რუსული “ხახვისებრი” გუმბათი, რომელიც შეუსაბამობაში მოდიოდა ქართულ ხუროთმოძღვრულ ფორმებთან და ტაძრის იერსახეს მთლიანად ცვლიდა. 1873 წელს ეკლესია ხელმეორედ ეკურთხა და წირვა-ლოცვა აღდგა.
კიდევ უფრო რთული პერიოდი ტაძარს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ დაუდგა.  ეკლესიაში წირვა-ლოცვა შეწყდა, უფრო მეტიც, 1950 წელს ტაძარში სამხერხაო გახსნეს. მოგვიანებით მასში მედიცინის ისტორიის მუზეუმი ფუნქციონირებდა. ტაძარმა თავისი პირვანდელი ფუნქცია 1990 წელს დაიბრუნა.

კომენტარი