აკვაპარკი, პლაჟი – ვინ და როგორ დააპროექტებს საქალაქო პარკს დიღმის ჭალებში (...

აკვაპარკი, პლაჟი – ვინ და როგორ დააპროექტებს საქალაქო პარკს დიღმის ჭალებში ( ფოტოკოლაჟი)

344
გაზიარება

თბილისში, დიღმის ჭალებში საქალაქო პარკის პროექტს კომპანია „გოდაკო 2“ შეადგენს.მერიის სატენდერო პირობების თანახმად, კომპანია აღნიშნული მომსახურების სანაცვლოდ 354 ათას ლარს მიიღებს.
კომპანიის მიერ წარდგენილი განმარტებითი ბარათის თანახმად, დიღმის ჭალებში ტერიტორია დაიყოფა 5 ზონად – მისასვლელ-საპარკინგე ზონა; კულტურულ-საგანმანათლებლო; ხელოვნურად შექმნილი წყლის სარკის ზონა; სპორტული და საბავშვო ზონა.
პარკის მთავარი შესასვლელი ბელიაშვილის ქუჩის მხრიდან იქნება. ტერიტორიაზე მოეწყობა მედიათეკა და ამფითეატრი, სადაც განთავსებული იქნება კაფე-ბარი, კინოთეატრი, საგამოფენო სივრცე. იქნება ხელოვნურად შექმნილი სარკის ზონა, რომლის გარშემოც მოეწყობა პლიაჟები და აკვაპარკი, ასევე წყლის სარკეს ზემოდან გადაუვლის საფეხმავლო ეკო ხიდი. სპორტული მოედნის გარდა მოეწყობა თანამედროვე სკეიტპარკის მოედანი.  კუნძულის სიღრმეში მოეწყობა, ჰაერში დაკიდებული საფეხმავლო ხეივანი, რომელიც მცირე ზომის დამატებითი ბილიკებით გადაიკვეთება; პარკის მტელ ტერიტორიაზე იქნება ველო და საფეხმავლო ბილიკები.

„გოდაკო 2“ -ის მიერ რეალიზებული პროექტების ჩამონათვალშია – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სათავო ოფისი; ტურისტებისა და ვიზიტორების სახლი დიდველის 1 საბაგიროსთან; სავაჭრო ცენტრები „ქალაქის გული“ და „დიდუბე პლაზა“ თბილისში; სპორტის სასახლე ქუთაისში; რესტორნები: „ფაეტონი“, „წისქვილი“.

კომენტარი