ტფილისური დუეტი ამერიკის ავიაინდუსტრიაში – „მეხთამფრქვევი”, რომელმაც ისტორია შექმნა

ტფილისური დუეტი ამერიკის ავიაინდუსტრიაში – „მეხთამფრქვევი”, რომელმაც ისტორია შექმნა

249
გაზიარება

1896 წლის 9 სექტემბერს  ტფილისში კარგად ცნობილი იურისტის, მიხეილ ქართველიშვილის ოჯახში დაიბადა ბიჭი, რომელიც აშშ-ის ავიამშენებლობის ერთ-ერთი პიონერი და მოწინავე ავიაკონსტრუქტორი გახდა. სწორედ თბილისში დაბადებულმა და გაზრდილმა ალექსანდრე ქართველიშვილმა შექმნა თვითმფრინავი, რომელიც ამერიკული ავიაციის მთავარი დამრტყმელი ძალა იყო მეორე მსოფლიო ომში. პირველი საბრძოლო გაფრენა ქართველიშვილის P-47 Thunderbolt-მა 1943 წლის იანვარში შეასრულა.

cad4ea4ed03d

ალექსანდრე ქართველიშვილმა 1914 წელს  თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია დაამთავრა, 1917 წელს – იუნკერთა სასწავლებელი, სწორედ აქ დაინტერესდა ავიაციით.
1919 წელს დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ ქართველიშვილი სასწავლებლად საფრანგეთს მიავლინა. ვაჟიშვილს დედაც თან გაჰყვა, მამა და მისი და, თამარი კი თბილისში დარჩნენ. განშორება სამუდამო გამოდგა. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ ოჯახის გაერთიანება ვეღარ მოხერხდა. 1922 წელს ალექსანდრემ პარიზის ავიაციის უმაღლესი საინჟინრო ფაკულტეტი დაამთავრა. 1922-1927 წლებში ქართველიშვილი ლეგენდალური ფრანგი ავაიტორის, ლუი ბლერიოს კომპანიაში გამომცდელად და ასევე, თვითმფრინავების: “Bernard”-ისა და “Ferbois”-ის შექმნაზე მუშაობდა.

D5BD6667-A7D9-4F31-AC15-1063CEB96A0E_cx0_cy13_cw0_w1023_r1_s

1927 წელს ქართველიშვილი აშშ-ში მიემგზავრება და  ცნობილ ამერკელ მილიონერთან  და ავიაციის მეცენატმთან, ჩარლზ ლევინთან იწყებს მუშაობას. 1931 წელს  ქართველიშვილმა წარმოშობით კიდევ ერთი ტფილისელი  ალექსანდრე სევერსკი გაიცნო, რომელიც ცნობილი კორპორაცია “Seversky Aircraft Corporation”-ის პრეზიდენტი და მთავარი ინჟინერი იყო. 1939 წელს კომპანიას შეეცვალა სახელი და ეწოდა “Republic Aviacorporation”, რომლის ვიცე-პრეზიდენტი და მთავარი ინჟინერი ქართველიშვილი გახდა. maxresdefaultმოგვიანებით სწორედ ქართველიშვილის და სევერსკის  ტფილისური დუეტი  გახდა ამერიკის საჰაერო ძალების წარმატების მთავარი სულისჩამდგმელი მეორე მსოფლიო ომში. როგორც უკვე ვთქვით, Republic P-47 “Thunderbolt”-ი ამერიკული ავიაციის ერთ -ერთი მთავარი დამრტყმელი ძალა იყო და დიდი წვლილი შეიტანა ამერიკის გამარჯვებაში. არანაკლები წარმატება ხვდა წილად ქართველიშვილის მიერ შექმნილ სხვა თვითმფრინავებსაც. ესენია: F-84 “Thunderjet”, Republic F-105 “Thunderchif” და Republic F-84. ქართველიშვილის დაპროექტებულია  მოიერიშე  A-10 Thunderbolt II-ი, რომელიც დღემდე ამერიკული საბრძოლო  ავიაციის ერთ-ერთ დამრტყმელ ძალად რჩება.

1024px-A-10_Thunderbolt_II_In-flight-2

ქართველიშვილი 1974 წლის 20 ივლისს 77 წლის ასაკში გარდაიცვალა, დაკრძალულია ნიუ -იორკში.
ავიამშენებლობისა და აერონავტიკის დარგში დიდი დამსახურებისათვის ქართველ ინჟინერს მიღებული ჰქონდა აშშ-ის მეცნიერების ეროვნული მედალი. იგი არჩეული იყო მრავალი საერთაშორისო საავიაციო საზოგადოებისა და ასევე აშშ–ის საინჟინრო აკადემიის საპატიო წევრად.

კომენტარი