სამეფო ბაღები და სააფთიაქო სამმართველო – პავლე ინგოროყვას ქუჩის ისტორია

სამეფო ბაღები და სააფთიაქო სამმართველო – პავლე ინგოროყვას ქუჩის ისტორია

107
გაზიარება
ქართველი ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე პავლე ინგოროყვა 1893 წლის 1-ელ ნოემბერს დაიბადა.
მისი სახელობის ქუჩა მთაწმინდის რაიონში, გიორგი ლეონიძის ქუჩიდან ვახტანგ კოტეტიშვილის ქუჩამდე მდებარეობს. ქუჩა XIX საუკუნეში წარმოიქმნა. ქალაქის გეგმაზე პირველად 1833-35 წლებში დაიტანა მიწისმზომელმა ტოვარნიცკიმ. იმ დროს ქუჩის აღმოსავლეთ ნაწილში გაშენებული იყო ბაღები, რომელიც ქართლ-კახეთის უკანასკნელ მეფეს ეკუთვნოდა. 30-იან წლებში ქუჩაზე დაფუძნდა სააფთიაქო სამმართველო, რის გამოც მას ლაბორატორიის ქუჩა დაერქვა. ამავე სახელითაა შეტანილი 1843 წლის შედგენილ თბილისის ქუჩების სიაში. 1903 წელს, პეტერბურგის დაარსების 200 წლისთავთან დაკავშირებით, ქუჩას ეწოდა პეტრე დიდის, 1923 წელს ლევ ტროცკის, 30-იან წლებში ფელიქს ძერჟინსკის, 1990 წელს კი, პავლე ინგოროყვას სახელი. ქუჩაზე შემონახულია XIX საუკუნის დასასრულის და XX საუკუნის დასაწყისისი საცხოვრებელი ადმინისტრაციული შენობები.
dededede

კომენტარი