380 მილიონი მგზავრი წელიწადში – თბილისის ტრანსპორტის აწმყო, წარსული და მომავალი

380 მილიონი მგზავრი წელიწადში – თბილისის ტრანსპორტის აწმყო, წარსული და მომავალი

304
გაზიარება

პირველი საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში 1883 წლის 10 მარტს გამოჩნდა. საცხენოსნო რკინიგზამ, ანუ კონკამ დავით აღმაშენებლის გამზირი (მაშინდელი  მიხეილის ქუჩის) რკინიგზის სადგური და დღევანდელი ზაარბრიუკენის მოედანი დააკავშირა ერთმანეთთან.

konka

1904 წლის 25 დეკემბერს თბილისში ელექტრო ტარამვაიმდაიწყო ფუნქციონირება.1985 წლისათვის ქალაქის ტრამვაის ქსელი 100 კილომეტრსაც კი აჭარბებდა. ტრამვაის გაუფასურება 1990 წლებიდან იწყება და საბოლოოდ 2006 წელს მისი გაუქმებით დამთავრდა.

1937.tramvai.org_-e1419115866885-750x410

1933 წელს თბილისის საზოგადოებრივ სატრანსპორტო სისტემას ავტობუსიც დაემატა, მიუხედავად   იმისა, რომ საწყის ეტაპზე, დღეში ხაზზე მხოლოდ 5 ავტობუსი მოძრაობდა  და მისი სიგრძე   დაახლოებით 10 კილომეტრი იყო, პირველივე წელს მგზავრთა რაოდენობამ  1 200 000-ს მიაღწია.   მომდევნო წლებში ქსელის სრულყოფასთან ერთად იზრდებოდა მგზავრთა რაოდენობაც – 1970 წელს მათთმა რიცხვმა 125 მილიონს გადააჭარბა, მომდევნო ათ წელიწადში კი თითქმის 100 მილიონით გაიზარდა. ამ ყველაფრის მიზეზი კი დინამიურად მზარდი თბილისის მოსახლეობა და ფართობი იყო. თუ 1933 წელს თბილისის მოსახლეობა მხოლოდ 314 000 ადამიანს შეადგენდა 1980 წელს მათმა   რიცხვმა 1 მილიონს გადააჭარბა.

images

1937 წლიდან თბილისში ტროლეიბუსები გამოჩნდა.ტროლეიბუსებმა არსებობა 2006 წელს შეწყვიტეს.

1937.tramvai.org_-e1419115866885-750x410

1966 წლის 11 იანვარს თბილისის სატრანსპორტო სისტემას მეტრო შეემატა. მეტროპოლიტენი  6 სადგურისაგან შედგებოდა (“დიდუბე”, “ელექტროდეპო”, “ოქტომბერი”, “ვაგზლის მოედანი”, “მარჯანიშვილი” და “რუსთაველი”), მისი სიგრძე 6.5 კილომტრს შეადგენდა. 1979 წლის სექტემბერში შევიდა ექსპლუატაციაში მეტროპოლიტენის მეორე ხაზი, (5,8 კილომეტრი) რომელმაცსადგურის მოედანი საბურთალოს რაიონს დააკავშირა.1985 წლის 7 ნოემბერს გაიხსნა: სადგური ”ღრმაღელე” და სადგური ”გურამიშვილი.”  9 დეკემბერს გაიხსნა სადური „ვარკეთილი“.1989 წლის 15 იანვარს გაიხსნა: სად ”სარაჯიშვილი” და სად. ”ახმეტელის თეატრი”. 2000 წლის 3 აპრილს გაიხსნა სადგური „ვაჟა-ფშაველა.

230063477

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრის ვახტანგ შაქარიშვილის ინფორმაციით, დღეს თბილისს დაახლოებით 450-მდე ავტობუსი ემსახურება, ხოლო იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა გაიზარდოს და უფრო მეტი მგზავრის გადაყვანა გახდეს შესაძლებელი, საჭიროა 800-მდე ავტობუსი.

avtobusebi-e1458930323782

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად,თბილისში ავტობუსის მომსახურებით ყოველდღიურად 400 ათასი მგზავრი სარგებლობს.ავტობუსების შემდეგ ყველაზე დიდი მგზავრთნაკადი მარშუტკებს ჰყავთ, 350 ათასი მგზავრი დღეში.

4I0A5537-copy

თბილისის მეტროს ერთი დღის განმავლობაში საშუალოდ, 330 ათასი მგზავრი გადაჰყავს.
რაც შეეხება ტაქსებს, ოფიციალური სტატისტიკა რამდენი მგზავრი სარგებლობს მათი მომსახურებით უცნობია, თუმცა არსებობს ვარაუდი,რომ ტაქსებს ყოველდღიურად დაახლოებით 150 ათასი მგზავრი გადაჰყავთ. აქვე შეგახსენებთ,რომ  ბოლო მონაცემებით დედაქალაქში 20 ათასზე ოდნავ მეტი ტაქსია რეგისტრირებული.

44579710_681667648882992_3376336124245966848_n-640x359

როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, ახლო მომავალში თბილისის სატრანსპორტო ინფრასტუქტურას მიწიზედა მეტრო დაემატება. ახალი სატრანსპორტო საშუალება სამგორის მეტროდან ლილო – აეროპორტის მიმართულებით იმოძრავებს და დღეში საშუალოდ 150 ათას მგზავრს მოემსახურება.
2016 წლის მონაცემებით, მეტროს, ავტობუსებს, მარშუტკებს და ტაქსებს ყოველწლიურად დაახლოებით 380 მილიონი მგზავრი გადაჰყავთ.

კომენტარი