თბილისის ავტოპარკს 150 გაზზე მომუშავე და 90 ელექტრო ავტობუსი შეემატება

თბილისის ავტოპარკს 150 გაზზე მომუშავე და 90 ელექტრო ავტობუსი შეემატება

78
გაზიარება

თბილისის მერიამ 220 ავტობუსის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა.როგორც  მთავრობის დღევანდელ სდომაზე  კახა კალაძემ განაცხადა, მომავალ წელს თბილისის ავტოპარკს  150 გაზზე მომუშავე და 90 ელექტრო ავტობუსი შეემატება.
„მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება ქალაქში. 90 ერთეული ავტობუსი უკვე წარმოებაშია და თებერვლიდან დაიწყება მათი შემოყვანა. ეს არის 10-მეტრიანი, დიზელის ძრავიანი, ეკოლოგიურად სუფთა, ევრო 6 სტანდარტის MAN-ის ავტობუსები. ჩვენ გასულ კვირას ახალი ტენდერი 220 ერთეულ ავტობუსზე გამოვაცხადეთ, რომელიც იქნება 8-მეტრიანი. მომავალი წლიდან მათი შემოყვანა დაიწყება. ტენდერი უახლოეს დღეებში დასრულდება და გვეცოდინება ვინ არის გამარჯვებული კომპანია. მომავალ წელს ვაპირებთ 150  გაზზე მომუშავე ავტობუსის შემოყვანას, 90 ერთეული კი ელექტრო იქნება“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარი