3-წლიანი მოგზაურობა საკუთარ კატასთან ერთად

3-წლიანი მოგზაურობა საკუთარ კატასთან ერთად

51
გაზიარება

ახალგაზრდა მამაკაცი და მისი კატა 3-წლიანი მოგზაურობიდან დაბრუნდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ დროის ავსტრალიაში გასატარებლად მამაკაცს საკუთარი სახლისა და ნივთების გაყიდვა მოუწია, გადაწყვეტილებას საერთოდ არ ნანობს. მათ მოგზაურობა 2015 წლის მაისში დაიწყეს და 70 000 კილომეტრი დაფარეს. ნახეს ტყეები, პლაჟები, უდაბნოები და არაერთი ულამაზესი ადგილი.
“გადაწყვეტილება მარტივი იყო – უნდა მემოგზაურა ჩემს საუკეთესო მეგობართან ერთად. ჩვენ უკვე დავბრუნდით მშობლიურ ქალაქში და უკანასკნელი ზაფხულიც აქ გავატარეთ, თუმცა თავგადასავალი არ დასრულებულა.
ზოგ ადამიანს უკვირს, როცა იგებს, რომ ჩემს კატასთან ერთად ვმოგზაურობ. ჩვენი სახლი ბორბლებზე დგას. მე ის ჩემი ხელით ავაწყე საწოლით, კარადებით, სამზარეულოთი და უამრავი პატარა ადგილით, სადაც ჩემს კატას დამალვა შეეძლება. შესაძლოა, ჩვენი სახლი პატარაა, თუმცა ჩვენს ირგვლივ მთელი ავსტრალიაა.”- აღნიშნავს მამაკაცი.

კომენტარი