გენგეგმამ და მერიამ თბილისს მორიგი მნიშვნელოვანი ტერიტორია შეუნარჩუნეს

გენგეგმამ და მერიამ თბილისს მორიგი მნიშვნელოვანი ტერიტორია შეუნარჩუნეს

287
გაზიარება

დედაქალაქის ხელმძღვანელობამ უკვე გადაწყვიტა, რომ ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე, სადაც წლების წინ ჩოგბურთის კორტები არსებობდა და 2009 წლიდან კერძო საკუთრებაშია, სპორტული კომპლექსი ააშენოს. აღსანიშნავია, რომ ეს ტერიტორია, მისი დანიშნულების გათვალისწინებით, სპორტული ცხოვრების მოყვარულთათვის საკმაოდ პოპულარული ადგილი იყო, თუმცა ტერიტორიაზე მდებარე ექვსივე კორტი მთელი ამ დროის მანძილზე ისე გაპარტახდა, რომ მათი ძველი ფუნქციით გამოყენება დღესდღეობით შეუძლებელია.
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ორგანიზაციის, “სითი ინსტიტუტი საქართველოს” დირექტორის, მამუკა სალუქვაძის განმარტებით, 2009 წლიდან დღემდე ხსენებულ ტერიტორიაზე, ფაქტობრივად, საცხოვრებელი კომპლექსებისა და სახლების პროექტების გადასინჯვა მიმდინარეობდა.
როგორც მამუკა სალუქვაძე “სითი კვირასთან” საუბრისას აღნიშნავს, ამ საკითხის მიმართ გენგეგმის ჯგუფს თავიდანვე საკმაოდ მტკიცე პოზიცია ჰქონდა.
12966065_1167634833260500_1931915939_n-1“3 წლის წინ, როდესაც გენგეგმაზე საუბარი დაიწყო, მშენებლობით დაინტერესებულმა პირებმა ჩვენთან კონსულტაცია გაიარეს, მაგრამ ამ ტერიტორიაზე რაიმე სახის საცხოვრებელი სახლის აშენების კატეგორიული წინააღმდეგები ვიყავით. ძველ გენგეგმაში აღნიშნული ტერიტორია საზოგადოებრივ-საქმიანი და საცხოვრებელი ზონა იყო, ხოლო ჩვენს მიერ შემუშავებულ ახალ დოკუმენტში ტერიტორიას რეკრეაციული ფუნქცია აქვს. სწორედ ამაზე დაყრდნობით მიიღო მერიამ გადაწყვეტილება, რასაც ჩვენ სრულიად ვეთანხმებით. საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ გენგეგმამაც და ქალაქის ხელმძღვანელობამაც კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ტერიტორიის დაცვა შეძლეს. ამის შედეგად, ის სწორედ იმ ფუნქციით იქნება გამოყენებული, რითიც უნდა იყოს.- აცხადებს მამუკა სალუქვაძე.
მისივე შეფასებით, სასიამოვნოა ინვესტორის მიერ გამოხატული კეთილი ნება, რომელმაც ხსენებული ტერიტორია, ადგილმონაცვლეობის პრინციპით, ქალაქს დაუბრუნა.
“ეს სწორი გზაა. თბილისში ბევრია ისეთი ტერიტორია, რომელიც უნდა შენარჩუნდეს და საზოგადოებრივი ინტერესის შესაბამისად განვითარდეს. როდესაც მერია გენგეგმით განსაზღვრული გადაწყვეტებით ხელმძღვანელობს, ამას ქალაქისთვის გაცილებით უკეთესი შედეგის მოტანა შეუძლია.”- აღნიშნავს მამუკა სალუქვაძე.

Capture

კომენტარი