გლდანის რაიონში, სამ მისამართზე გრუნტის დამჭერ კედლებს აშენებენ

გლდანის რაიონში, სამ მისამართზე გრუნტის დამჭერ კედლებს აშენებენ

31
გაზიარება

გლდანის რაიონში, სამ მისამართზე, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, გრუნტის დამჭერ კედლებს აშენებენ.
შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები სკოლის ქ. N12-ის მიმდებარედ, კობერიძის ქუჩიდან გლდანულის ქუჩისკენ ჩასასვლელ კიბესთან და მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონის N32 კორპუსის მიმდებარედ ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში, სკოლის ქუჩაზე ხუთი მეტრი სიმაღლისა და 49 მეტრი სიგრძის კედელი მოეწყობა. მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონში 3,2 მეტრი სიმაღლისა და 26 მეტრი სიგრძის რკინა-ბეტონის კედელი აშენდება, ხოლო კობერიძის ქუჩიდან გლდანულის ქუჩისკენ ჩასასვლელი კიბის მიმდებარედ, 4,5 გრძივი მეტრი სიმაღლისა და 33 მეტრი სიგრძის კედელი მოეწყობა. არსებული კედლის ნაწილი კი, რკინა-ბეტონის საყრდენებით გამაგრდება.
აღნიშნული სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 187 275 ლარია გამოყოფილი.
სამუშაოებს, რომელიც დეკემბრის ბოლოს დასრულდება, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს.

კომენტარი